„ექიმის ბიო-მარნის“ ღვინო ექსპორტზე იაპონიაში გავიდა

„ექიმის ბიო-მარნის“ ღვინო ექსპორტზე იაპონიაში გავიდა

access_time2022-07-13 08:30:16

ექიმების მიერ დაფუძნებული სოჯახო მარნის ღვინო ექსპორტზე იაპონიაში გავიდა. „ექიმის ბიო-მარანი“ ნატურალური ღვინის რამდენიმე სახეობებს აწარმოებს, იაპონიაში კი ქვევრის ქარვისფერი ღვინო რქაწითელი გაიყიდება. ამასთან, როგორც საოჯახო მარნის თანადამფუძნებლი ამბობს, მოლაპარაკებები აქვთ ამერიკელ, გერმანელ და ჰოლანდიელ ექსპორტიორებთან.


თითოეული სახეობას 500 ბოთლიდან 1500 ბოთლამდე ვასხამთ, ვგეგმავთ რაოდენობის გაზრდას, თუმცა ჩვენი მიზანი, უახლოეს მომავალში მაინც, მაისური წარმოება არ არის. ვაწარმოებთ მცირე რაოდენობის, თუმცა პრემიუმ ხარისხის ღვინოს, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. ასევე, ჩვენი ღვინოები საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კრაფტულ ღვინის მაღაზიაში იყიდება,–ამბობს მარინა კაკიაშვილი–რუაძე.


ცნობისთვის, ექიმის ბიო-მარანი 2020 წელს დაფუძნდა. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი ბიზნესპარტნიორთან ყვება ყველაფერი შემთხვევით, 2016 წელს, დაიწყო.  



აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ფაფრის ველის მიკროზონაში მემკვიდრეობით მიწა ერგო. იქ მოკრეფილი ყურძნისგან კი საუკეთესო ღვინო დგება. 1 კვირაში დავამუშავეთ 20 წლის დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი და იმავე წელს ჩავყარეთ საფერავის და რქაწითელის ნერგები, შემდეგ ცოტა ხიხვის ნერგებიც მივამატეთ. ვამუშავებდით მხოლოდ ბიო-პრეპარატებით და ვხნავდით ცხენშებმული გუთნით. 2019 წელს მოისხა ყურძენი, რაც მთლიანად გავაცალეთ, რათა ფესვები უფრო გაძლიერებულიყო და ღრმად ჩასულიყო მიწაში მინერალების შესათვისებლად. პარალელურად ქვევრები ჩავყარეთ მარანში. 2020 წელს პირველი მოსავალი მივიღეთ, ჩავწურეთ ქვევრებში და რადგანაც ნატურალური მეღვინეობის მიმდევრები ვართ, მხოლოდ წლინახევრის შემდეგ ჩამოვასხით ბოთლებში. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ქვევრის ნატურალური ღვინის შემდეგ სახეობებს: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, რქაწითელი-ხიხვი. 2022 წელს, ჩვენმა ღვინომ პრიზი სომელიეს რჩეული მიიღო,–აღნიშნავს, მარინა კაკიაშვილი–რუაძე.


business-partner.ge



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up