„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენისდარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
როგორც მან აღნიშნა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“, - აღნიშნავს თავით ციბაძე.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
Ipn.ge