“ექსცენტრული მოგზაური” - ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს

“ექსცენტრული მოგზაური” - ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს

access_time2021-12-15 15:55:28

ტატო ახალკაციშვილის ექსპოზიცია სახელწოდებით”ექსცენტრული მოგზაური” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. ექსპოზიცია 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე გრაფიკული ნახატები. ექსპოზიციის საშუალებით დამთვალიერებელი მეტაფორულად სხვადასხვა ადგილას იმოგზაურებს: ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და ალეგორიული მნიშვნელობით, სულებით დასახლებულ ტყეში.


ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი ATINATI’S წარადგენს. სწორედ ATINATI’S და დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის თანამშრომლობით ექსპოზიცია 18 დეკმებერს - 15:00 სთ-ზე გაიხსნება და დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 8 იანვრის ჩათვლით შეეძლება.



გახსნა: 18 დეკემბერი 2021 - 15:00

დახურვა: 8 იანვარი 2022

მის:დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა - შოთა რუსთაველის N 11



გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ტატო ახალკაციშვილის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც  29 დეკემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა. ღონისძიება  გაგრძელდება ATINATI’S კულტურის ცენტრში (გალერეიდან 7 წუთის სავალზე) სადაც, ე.წ ATINATI Talk-ის ფორმატში არტისტთან და ექსპოზიციის კურატორთან აუდიტორია ღია საუბრის გამართვას შეძლებს.



დრო: 29 დეკემბერი 2021 - 17:00 (კატალოგის პრეზენტაცია) 19:00 - ATINATI Talks

მის:პ.ინგოროყვას N19


გამოფენის შესახებ: ექსცენტრული მოგზაური / Eccentric Traveler  მოგზაურობა წარსულში, მომავალში, დროის მიღმა, ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და სულებით დასახლებულ ტყეებში, მიტოვებულ შენობებსა და უსასრულო ტრასებზე, მარშალის კუნძულებზე და უცხო რიტუალებში, საკუთარსა და სხვის სიზმრებში. ტატო ახალკაციშვილი უცნაური მოგზაურია, შეგიყვანთ იმ სურათებში, რომლებსაც არც კარები აქვთ და არც გასაღები, ან არ შეგიშვებთ გადაშლილ პეიზაჟებში, რომლის წინ უნდა დადგეთ და დაელოდოთ დროს, როცა ისინი ამეტყველდებიან. მისი მხატვრობა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა - ფართო და მაძიებელი. რამდენიმე მოტივზე აგებული ექსპოზიცია ვითარდება მოგზაურობის ცნების პოეტურსა და ფილოსოფიურ ხედვებზე აღმოცენებული ვიზუალური შესატყვისებით. ამავდროულად ეს არის მოგზაურობა ახალი აღმოჩენებით ფერწერის უსასრულო შესაძლებლობებში.

კურატორი - ხათუნა ხაბულიანი


ტატო ახალკაციშვილის ბიოგრაფია:

ტატო ახალკაციშვილი დაიბადა 1979 წელს, ქ. თბილისში. 1996 - 2003 - სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

2004 - 2006 - შემოქმედებითი ჯგუფის „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნო“ - ს წევრი. 2003 - 2007 - ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში.


ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2003 წლიდან ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები რეგულარულად იფინება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში, სადაც ის ხელოვნების ბაზრობებში, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში იღებს მონაწილეობას. სხვადასხვა დროს ტატო ახალკაციშვილს თავისი ნამუშევრები წარდგენილი ჰქონდა შემდეგ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობებზე: Vienna Contemporary (2017), Art Genève (2018), Art Dubai (2018, 2019). მისი ნამუშევრები გაიყიდა ფილიფსის აუქციონზე (2017).



ტატო ახალკაციშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნული მუზეუმის ჯგუფურ და სოლო პროექტებში

(2013, 2016, 2017).



ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე მნიშვნელოვან კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up