ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეცეპტების გადამოწმების სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ

ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეცეპტების გადამოწმების სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ

access_time2021-12-28 17:00:00

მედიკამენტების გაიაფების მთავარი გზა საიმპორტო არხების დივერსიფიცირებაა. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.


ფარმაცევტული პროდუქციის ფასების თემას აქტუალობა პრემიერის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ შესძინა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს წამლის ძალიან ბევრი დასახელება, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია და თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება 1-2 ლარი ღირდეს.


ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს პასუხი დღეს კითხვაზე, რატომ არის შეზღუდული მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან, სადაც ფარმაცევტული ინდუსტრია მაღალ დონეზე განვითარებულია.


„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ თურქეთის მაგალითი ნაკლებად გამოგვადგება, რადგან იქ მედიკამენტების ფასები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.


რაც შეეხება ზოგადად, წამლების გაიაფების საკითხს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთერთი ეფექტიანი გზა ბიუროკრატიის მოხსნა და წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაა, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.


„თუ მოიხსნება ბიუროკრატია, რომელიც წამლების რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვებისთვისაა საჭირო და გვექნება წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც, შემოწმების შემდეგ ამა თუ იმ მედიკამენტს ბაზარზე დაუშვებს, ეს იქნება გზა კონკურენციის გაზრდის, საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და როგორც შედეგი – მედიკამენტების გაიაფების. როცა ერთ კომპანიას აქვს წამლის საიმპორტო ხაზი, მედიკამენტების წარმოება, კლინიკა და სააფთიაქო ქსელი, სადაც ექიმი, ანაზღაურების მიღების მიზნით, ძვირადღირებულ და ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებს უწერს პაციენტს, წამლების ფასი ვერ შემცირდება,“ – ამბობს ბაირახტარი და აღნიშნავს, რომ მსგავსი ვერტიკალური ინტეგრაციის სქემები რეალურად უნდა მოიშალოს და არა – ფორმალურად, როგორც ეს ბანკების შემთხვევაში მოხდა.


ამასთან, პაატა ბაირახტარის აზრით, უნდა არსებობდეს ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტების კონტროლის მექანიზმი – ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მუშაობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ელექტრონულად ატვირთულ დანიშნულებას შეამოწმებს და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევაში ექიმების მიმართ გარკვეულ სანქციებს აამოქმედებს. შედეგად, მედიკოსები დაინტერესებულნი იქნებიან, რომ წამლები საჭიროებისამებრ, რაციონალურა


jandacva.ge

თეგები:
რეცეპტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up