ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდუსტრიას ელექტრომანქანებზე გადასვლა ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაუჯდება

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდუსტრიას ელექტრომანქანებზე გადასვლა ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაუჯდება

access_time2022-08-17 20:00:14

ავტომწარმოებლები General Motors-დან  Toyota-მდე ასრულებენ მისიას და ბენზინზე მომუშავე მანქანების ეტაპობრივად გაუქმებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ელექტრო მანქანებით სავსე მომავალი მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეაფერხებს, ამან შეძლება კატასტროფა გამოიწვიოს და ათასობით მუშაკი, რომელთა სამუშაოები მოძველებული იქნება უმუშევარი დატოვოს. - ამის შესახებ ინფორმაციას insider ავრცელებს.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თანამშრომლები, რომლებიც აწყობენ ბენზინის ძრავებს, ტრანსმისიებს, გამონაბოლქვის სისტემებს და უამრავ სხვა ნაწილს, რომლებიც ელექტრომობილებში საჭირო აღარ იქნება დარჩებიან უმუშევრები. უფრო მეტიც, ელექტროძრავები და ბატარეები ბევრად უფრო მარტივი ასაწყობია, ვიდრე ტრადიციული ელექტროგადამცემები და ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ავტომწარმოებლებს, რომ იგივე წარმოება ნაკლები მუშახელით შეინარჩუნონ.

 

Ford-მა და Volkswagen-მა შეაფასეს, რომ ელექტრომობილებს 30%-ით ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანების მწარმოებლებს. საკონსულტაციო ფირმა AlixPartners თვლის, რომ 40%-ით ნაკლები შრომა იხარჯება EV-ის ძრავებსა და ბატარეებზე, ვიდრე ძრავაზე და ტრანსმისიაზე.


ის ზეგავლენა, რომელიც ამ ეპიკურ ცვლილებას ექნება ავტოინდუსტრიაში დასაქმებაზე ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ინდუსტრიის  წარმომადგენელი აფრთხილებს სექტორს, რომ ბევრ სამუშაო ადგილს დაკარგავს.

 

„ინდუსტრია გადის გარდამავალ ეტაპს, ისეთს როგორიც არასდროს გვინახავს“ - განაცხადა ავტომობილების კვლევის ცენტრის დირექტორმა ბრეტ სმიტმა insider - თან ინტერვიუში, მან ასევე  დასძინა, რომ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ამ მანქანების შექმნას ნალები ადამიანური რესურსი დასჭირდება და ეს ზოგიერთი საავტომობილო ბიზნესისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

 

სექტემბრის კვლევაში, ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის, ლიბერალურმა ანალიტიკურმა ცენტრმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის აშშ-მ შესაძლოა 75 000 ავტოინდუსტრიაში დასაქმებული დაითხოვოს, იმ შემთხვევაში თუ ელექტრომობილების გაყიდვებით 50% - მდე გაიზრდება.



ევროპელი საავტომობილო მომწოდებლების შეფასებით, სწრაფი ელექტროფიკაცია მათ 2040 წლისთვის 275,000 სამუშაო ადგილი დაუჯდებათ, თუნდაც ახალი პოზიციების გათვალისწინებით, რომლებიც EV ნაწილების წარმოებაში წარმოიქმნება.


Boston Consulting Group-ის ანალიზის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროპაში  EV-ებზე გადასვლა  ავტოინდუსტრიაში  630 000-ით ნაკლებ სამუშაო ადგილს გამოიწვევს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საავტომობილო ინდუსტრია ნამდვილად დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ზოგიერთ იმ ახალ ინდუსტრიას, რომელიც ელექტროფიკაციას უჭერს მხარს, ექნება სამუშაო ადგილების ზრდა, ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიტიკის ზომები, რომელიც ელექტრომანქანების წარმოების ზრდას უწყობს ხელს, შეიძლება დაეხმაროს შეერთებულ შტატებს დაამატოს 150,000 საავტომობილო სამუშაო ადგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ გათავისუფლებული მუშები ისარგებლებენ ახლად შექმნილი პოზიციებით.

 

„ეს ადგილები არ იქნება იგივე მუშახელისთვის, ხშირად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებზეც ახალი ადამიანებია საჭირო“, -  აღნიშნა სმიტმა და დასძინა, ავტომობილების მწარმოებლები და მათი პარტნიორები გეგმავენ ბატარეის ქარხნების მრავლობით შეერთებას შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამ ქარხნებიდან ბევრი შორს იქნება ამჟამინდელი ავტომობილების წარმოებისგან.

 

 ადამიანები, რომლებიც წვის მანქანების სისტემებს აპროექტებენ, ან გადამზადებას საჭიროებენ , ან სამუშაოს დაკარგვის წინაშე აღმოჩნდებიან, თქვა ტამი მედსენმა, ბიზნეს პროფესორმა სანტა კლარას უნივერსიტეტში.

 

 შესაძლოა შემცირებები უკვე დაწყებულია, მაგალითად Ford გეგმავს, რომ წვის ძრავების განყოფილებიდან 8000 დასაქმებული გაათავისუფლოს.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველებს EV რევოლუციის ზუსტ კონტურებს, როგორც ჩანს, ტექნოლოგიური ცვლილება შეაფერხებს ავტომობილების წარმოებას და დასაქმებას.

 

Ford ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ აღნიშნა, რომ “ჩვენ გვაქვს უნარები, რომლებიც აღარ მუშაობს და გვაქვს სამუშაოები, რომლებიც უნდა შეიცვალოს“

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up