გასული წლის დეკემბერში ჰონგ-კონგში ექსპორტი 28,9%-ით დაეცა, რაც 1954 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამის მიზეზად ექსპერტები საგარეო მოთხოვნის შესუსტებას და ლოგისტიკურ პრობლემებს ასახელებენ.
ჰონგ-კონგმა გასულ თვეში 348,1 მლრდ ჰონკონგის დოლარის (44,46 მილიარდი დოლარი) ღირებულების საქონელი და მომსახურება გაიტანა.
ელექტრომოწყობილობების ექსპორტი 21,6%-ით შემცირდა, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა - 44,1%-ით. ჩინეთში საქონლისა და მომსახურების მიწოდება 30,4%-ით, აშშ-ში 26,7%-ით, ინდოეთში 17,7%-ითაა შემცირებული.
იმავდროულად, დეკემბრის იმპორტი წინა წელთან შედარებით 23.5%-ით დაბალია და 399.7 მილიარდი ჰონკონგის დოლარს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი ვარდნის მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.
ჩინეთიდან იმპორტი შემცირდა 28,2%-ით, ტაივანიდან - 14,1%-ით, სინგაპურიდან - 12%-ით, სამხრეთ კორეიდან - 43,3%-ით.
მთლიანობაში, 2022 წელს ჰონკონგმა ექსპორტი 8,6%-ით 4,53 ტრილიონ ჰონკონგის დოლარამდე შეამცირა, ხოლო იმპორტი - 7,2%-ით 4,93 ტრილიონ ჰონკონგის დოლარამდე.
სავაჭრო დეფიციტი დეკემბერში, ნოემბრის 32,8 მილიარდი დოლარიდან, 51,6 მილიარდი ჰონკონგის დოლარამდე გაფართოვდა, ხოლო მთლიანი სავაჭრო დეფიციტი 2022 წელს 395,8 მილიარდ დოლარი შეადგენდა 2021 წლის 347,1 მილიარდ დოლართან შედარებით.