ექსპორტიორ კომპანიაზე „კეთილი და პატიოსანი“ ლარის გამყარება ნეგატიურ გავლენას ახდენს

ექსპორტიორ კომპანიაზე „კეთილი და პატიოსანი“ ლარის გამყარება ნეგატიურ გავლენას ახდენს

access_time2022-02-09 16:00:30

ლარი გამყარებას განაგრძობს, 9 თებერვალს თბილისის დროით 10:30 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9025-ს შეადგენდა. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსია $1/2.92 ლარი. ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა. როგორ აისახება ეს პროცესი ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ “კომერსანტთან“ ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეულის „კეთილი და პატიოსანი”  მწარმოებელი კომპანიის  დირექტორმა გიორგი ახალაძემ ისაუბრა. 


მისი თქმით, ეს ტენდენცია ექსპორტიორი კომპანიებისთვის კარგი არ არის, რადგან პროდუქტი უცხოურ ვალუტაში იყიდება. თუმცა, გიორგი ახალაძე ფიქრობს, რომ გამყარებას გრძელვადიანი ტენდენცია არ ექნება.


„ექსპორტისთვის კურსის  გამყარება მაინცდამაინც  კარგი  ტენდენცია არ  არის, რადგან ადგილობრივი  პროდუქცია უცხოურ  ვალუტაზე იყიდება,  მაგრამ  არ მგონია რომ ეს  გრძელვადიანი ტენდენცია  იყოს, ვფიქრობ რომ მოკლევადიანია და სტაბილურობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე გამყარდება. 

ჩვენი დიდი სავაჭრო პარტნიორები ვინც არიან, მაგალითად რუსეთი, მათთან საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური პროცესებია, თურქეთის ლირაც საკმაოდ არასტაბილურია და კარგ პროცესებს არ განიცდის.

ლარის გამყარება ალბათ უფრო გადმორიცხვებით, ან რეფინანსირების კურსის ზრდით არის გამოწვეული. როგორც ჩანს, ამ ორმა ფაქტორმა იმუშავა გამყარებაზე, თუმცა ამ პროცესს ვფიქრობ იმპორტის ზრდა გააჩერებს და ამის ფარგლებში იმერყევებს. ვინც იმპორტზე მუშაობს, მისთვის კარგი ტენდენციაა”, -  აღნიშნა გიორგი ახალაძემ.


„კეთილი და პატიოსანი“ რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის ყატარში, რუსეთში და ბრიტანეთში გადის, კომპანია ამ ეტაპზე კონტრაქტს აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად ამზადებს და სამომავლოდ საფრანგეთში და გერმანიაში შესვლასაც გეგმავს. 



„დიდ ბრიტანეთში გვაქვს ექსპორტი,  კონტრაქტის მომზადების და ჩამოსხმის პროცესში ვართ და აშშ-ში შევდივართ, გარდა ამისა ვგეგმავთ გერმანიაში და საფრანგეთში  შესვლასაც. 

ამ ეტაპზე რუსეთში მიმდინარეობს გამოფენა და იქ ვიღებთ მონაწილეობას“, -  აღნიშნა გიორგი ახალაძემ.


კეთილი და პატიოსანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩუმლაყში ქართული აგროპროდუქტის საწარმოში მზადდება. ის ბაზარზე  2020 წლის ზაფხულში 6 გემოთი გამოჩნდა, მიმდინარე  წელს  კომპანიამ ახალი გემო მარწყვის, ჩიას და ვაშლის ნაზავი დაამატა, რომელსაც ახალაძის თქმით ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გაზაფხულიდან კეთილი და პატიოსანის გემოებს ციტრუსი და ჭარხალი დაემატება.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up