ექსპორტირებული თაფლის 80%-ი ევროკავშირის ქვეყნებში გადის - ალეკო პაპავა

ექსპორტირებული თაფლის 80%-ი ევროკავშირის ქვეყნებში გადის - ალეკო პაპავა

access_time2022-08-18 10:00:01

„2022 წლის ივლისის ჩათვლით ექსპორტზე სულ გასულია 115 ტონაზე მეტი თაფლი, რაც დაახლოებით 486 000 დოლარზე მეტია“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ უთხრა. მისი თქმით, თაფლის ექსპორტით დაინტერესებული ქვეყნები ძირითადად ბულგარეთი, საფრანგეთი,  საუდის არაბეთი, იაპონია და ისრაელია.


„ექსპორტით დაინტერესებული ქვეყნებია ბულგარეთი, საფრანგეთი. ამ ორ ქვეყანაში საქართველოდან  თაფლის ყველაზე დიდი რაოდენობაა გასული. გარდა ამისა თაფლი გადის საუდის არაბეთში, იაპონიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დაინტერესებულია გერმანია, სადაც უკვე 1 ტონამდე თაფლია გასული და გამოჩნდა ისრაელიც, სადაც 4 ტონაზე მეტი თაფლი გავიდა“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ

 

რაც შეეხება თაფლის ხარისხს, ალეკო პაპავა ამბობს, რომ საქართველოში თაფლის ხარისხი გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ მივდივართ. მისივე თქმით, მინიმალური რისკების აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი სიმძლავრეები და აღრიცხვის დამკვიდრება. 


„ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ თუნდაც ამ ექსპორტირებული თაფლის 80% ევროკავშირის ქვეყნებშია გასული. ძირითადად ეს ქვეყნებია ბულგარეთი და საფრანგეთი, საფრანგეთი ზოგადად თაფლის ყველაზე დიდი მეწარმეა და რა რაოდენობის თაფლსაც ჩვენ ვაწარმოებთ საფრანგეთი იმ რაოდენობას ერთ თვეში ყიდის სხვა ქვეყნებში, ბულგარეთშიც  არის საწარმოები და თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა და ის ამარაგებს იტალიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას.


ევროკავშირის  ქვეყნები საქართველოსგან ძირითადად ითხოვს აკაციის თაფლს, რომელიც ფაქტობრივად უკვე ამოყიდულია, 100 ტონაზე მეტი აკაციის თაფლია  საექსპორტო დანიშნულებით დამზადებული“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ

 


პაპავას თქმით, წელს თურქეთში 23 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით  ტარდება ღონისძიება, სადაც 127 ქვეყნიდან მეფუტკრეები, თაფლით და სხვა პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები და საქართველო 8 კომპანიით  მიიღებს მონაწილეობას.

 

„ეს არის მსოფლიო კონგრესი, სადაც 127 ქვეყნიდან  მეფუტკრეები, თაფლით მოვაჭრეები, ის კომპანიები რომლებიც  ინვენტარს ამზადებენ იკრიბებიან, საქართველოდან  წარდგენილი  იქნება 8 ქვეყანა.  ამ  მხრივ  ძალიან დიდი  დახმარება  გაგვიწია სოფლის  მეურნეობის  განვითარების  სააგენტომ, რომელმაც  ფართი აიღო და  რვა  ქართული კომპანია თავისი პროდუქტებით საუკეთესო  ზონაში  წარდგება.

 

იმედი მაქვს,  რომ ამ  მხრივ  წასვლა  გვექნება,  რადგან  ქართული  თაფლის  ექსპორტი  დაიწყო  2019 წელს, პირველი გაცნობა  მოხდა კანადაში მსგავს ღონისძიებაზე და ახლა ამ თურქეთის მერე მგონია, რომ  უფრო ფართო მასშტაბებზე  გავალთ.

 

ჩვენ ვმუშაობთ  წაბლის  თაფლის იმპორტზე, წელს  წაბლის თაფლი  სამწუხაროდ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე  ბევრი ნალექი იყო ქვეყანაში და ძალიან მცირე რაოდენობა მივიღეთ, ასევე  აქცენტის გაკეთება გვინდა ყვავილის თაფლზე და ამის ბაზრებიც უნდა მოვიძიოთ.

 

ზოგადად ქართული თაფლის ცნობადობა უნდა გაიზარდოს ამაზე გვაქვს  სამუშაო, საელჩოები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და ნებისმიერი პატარა  აქტივობა, საგამოფენო მაგიდაზე განთავსებაც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up