ექსპორტის დივერსიფიკაცია, ავოკადოს ბაღები, სუფრის ყურძნის წარმოება - საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგის 2021 წელი

ექსპორტის დივერსიფიკაცია, ავოკადოს ბაღები, სუფრის ყურძნის წარმოება - საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგის 2021 წელი

access_time2022-01-03 21:00:00

პორტალმა EastFruit-მა საქართველოს ხილ-ბოსტნეულის წარმოების დარგში 2021 წლის სიახლეებისა და ტენდენციების ტოპ 10-ეული დაასახელა.


ექსპორტის დივერსიფიკაცია - ბოსტნეულის ექსპორტი უპრეცედენტოდ, 163%-ით გაიზარდა, ანუ 2020 წლის 8,7 მლნ დოლარიდან 2021 წლის 22,8 მლნ დოლარამდე. საექსპორტო ბაზარზე რუსეთის ფედერაციის წილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ 80%-ს მიაღწია. 2020 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოდან ხილისა და თხილის ექსპორტის გეოგრაფია დაყოფილია რუსეთის ფედერაციასა (32%) და ევროკავშირს (47%) შორის, მაგრამ წელს რუსეთში ექსპორტის ტენდენცია მზარდია.


ევროკავშირთან ვაჭრობა ძირითადად კონცენტრირებულია თხილზე, დანარჩენი ჯგუფის საქონელზე (კენკრაზე, კურკოვნებზე, ვაშლზე, ციტრუსზე) რუსეთის საექსპორტო წილი 80-90%-ს შეადგენს. ამდენად, რუსეთის, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორის წილი, გასულ წელთან შედარებით, 5-7%-ით გაიზარდა, რაც ზოგადად უარყოფითი ტენდენციაა, რადგან ეს ქვეყანა არაპროგნოზირებადი პარტნიორია. მეორე მხრივ, დადებითი ტენდენციაა, რომ ზოგიერთი ქართველი ექსპორტიორი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ბაზრის დივერსიფიკაციას ცდილობს. ახალი კენკრის (მოცვი, ჟოლო, მარწყვი) საჰაერო გზით ექსპორტი უკვე კარგად არის ათვისებული, მაგრამ სახმელეთო ტრანსპორტით ასეთი მალფუჭებადი საქონლის ექსპორტი ჯერ კიდევ ასათვისებელია. თუმცა წელს აზერბაიჯანისა და ირანის გავლით, ყატარში სუფრის ყურძნის სამაცივრე კონტეინერებით ექსპორტის პირველი მცდელობა დაფიქსირდა.


კარტოფილის წარმოება და ფასები - მთლიანობაში, 2021 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული, 16 მლნ დოლარის კარტოფილი გაიტანა, რაც წლის წინა საექსპორტო მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. საექსპორტო პერიოდებში ყოველთვიური ფასები, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. თუმცა გასულმა სეზონმა აჩვენა, რომ საქართველოს მიწოდების ქსელი მეტწილად მოუმზადებელია და იმპორტიორები კარტოფილს პირდაპირ მინდვრიდან ყიდულობენ.


სასათბურე სექტორის განვითარება - საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2030 წლის სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში ახალი სათბურები 500 ჰექტარზე შეიქმნება. „აგროზონა იმერეთის“ სასათბურე კლასტერი უცხოელ ინვესტორებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეიძინონ ან იჯარით აიღონ სრულად მომზადებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, წინასწარ განსაზღვრული უცხოური ინვესტიციების დამტკიცების მექანიზმის მეშვეობით.



საქართველოში თხილეულის წარმოება სწრაფად ფართოვდება - მომდევნო 7 წელიწადში ნუშის წარმოება საქართველოში 16-ჯერ გაიზრდება, ნუშის გადამამუშავებელი პირველი ქარხნის გახსნა კი 2022 წლის დასაწყისში იგეგმება. ნიგვზით უზრუნველყოფის კოეფიციენტი უკვე 100%-ს მიუახლოვდა. გამოჩნდა ამერიკული პეკანიც, რომლის წარმოების პოტენციალიც, ფერმერების პროგნოზით, წელიწადში 150 ტონაა. ქართული პეკანის საექსპორტო სამიზნე ბაზრები ევროკავშირი და ჩინეთია.


თხილის ექსპორტის ზრდა და თხილის მოსავალი ხარისხის სერიოზული პრობლემებით - ექსპორტის რეკორდულ მოცულობასთან ერთად, ევროკავშირიდან თხილის დაბრუნების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიზეზი უამინდობით გამოწვეული უხარსიხო მოსავალია. თუ 2020 წლის სეზონზე ქართული თხილი ევროპის ბაზრიდან 13-ჯერ დააბრუნეს, წელს ეს მაჩვენებელი 25-მდე გაიზარდა. არსებობს ვერსია, რომ მსოფლიო ლიდერის, იტალიური Ferrero-ს მიერ საქართველოში 1,8 ათასი ჰექტარი თხილის პლანტაციის ადგილობრივ კომპანიაზე გაყიდვა სწორედ მოსავლის ხარისხის პრობლემას უკავშირდება. მიუხედავად გამოწვევებისა, ქართველმა ექსპორტიორებმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს, რამაც მთლიანობაში 68 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია, თხილის წარმოება აღმოსავლეთით, კახეთში ინაცვლებს, სადაც თხილის მოსავლის გაშენებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ამ მხრივ კომერციული პლანტაციები პირველად შვეიცარულმა შოკოლადის მწარმოებელმა გააშენა, რაც სექტორისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახდა.


საქართველოში ავოკადოს პირველი კომერციული პლანტაცია დაარსდა - ლანჩხუთში, კომპანია Nutsge-ის მიერ 6 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ავოკადოს პლანტაცია მთელი რეგიონისთვის ნამდვილ მოვლენად იქცა.


მოცვის ექსპორტი ახალ რეკორდულ დონემდე გაიზარდა - ექსპორტის შემოსავალი, წინა სეზონთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა და აგვისტოსთვის 5,5 მლნ დოლარი შეადგინა. სეზონის ბოლოს მოცვის ექსპორტის მოცულობამ, თითქმის, 1000 ტონას მიაღწია და 2020 წელთან შედარებით, 44%-ით, ხოლო ბოლო ორ წელიწადში ერთდროულად 5-ჯერ გაიზარდა.


საქართველო ხურმის ექსპორტს ზრდის - 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 10,2 ათასი ტონა ხურმა, ხოლო შემოსავალმა 5,1 მლნ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. თუმცა მონაცემები კიდევ შეიცვლება, რადგან ექსპორტი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.


გარღვევა სუფრის ყურძნის წარმოების სექტორში - 2021 წლის ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოდან 775 ტონა სუფრის ყურძენი გავიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის ექსპორტზე 3,2-ჯერ მეტია. თითქმის მთელი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, რაც დარგისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის. მსოფლიოს პოპულარული სუფრის ყურძნის ჯიშებიდან, საქართველოში Red Globe, Thompson Seedless, Crimson Seedless და Regal Seedless მოჰყავთ. ქვეყანაში უკვე სუფრის ყურძნის ასოციაციაც არსებობს.


ქართული კივის წარმატება მსოფლიო ბაზარზე - საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ტრენდში მოხვედრა მოახერხა და კივის წამყვანი რეგიონული მწარმოებელი გახდა. 2016 წლიდან ქართული კივის საექსპორტო ბაზრის, დაახლოებით, 70%-იანი წილი იაპონიას ეკუთვნის.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up