ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 2.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. აღნიშნულ მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 10.2 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 14.8 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 8.9 პროცენტით, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 18.0 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდა.