ექსპორტის ზრდაში გადამწყვეტი როლი ბიზნეს-სექტორს შეაქვს, რომლის მთლიანი გამოშვების თითქმის 1/3 ექსპორტზე მიემართება - ექსპერტი

ექსპორტის ზრდაში გადამწყვეტი როლი ბიზნეს-სექტორს შეაქვს, რომლის მთლიანი გამოშვების თითქმის 1/3 ექსპორტზე მიემართება - ექსპერტი

access_time2022-07-20 10:57:51

ეკონომიკის  ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალრუ ქსელში საგარეო ვაჭრობას აფასებს და წერს, რომ საქართველოს ეკონომიკის დინამიურ განვითარებაში საგარეო-სავაჭრო ექსპანსიას  მზარდი წილი შეაქვს - 2022 წლის ივნისში ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 448.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ივნისის მონაცემს და 44.5 პროცენტით - პანდემიამდელი, 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს. მთლიანად, 2022 წლის პირველი ნახევარის ექსპორტმა (2558.7 მლნ. აშშ დოლარი) 35.6 პროცენტით გადააჭარბა 2021 წლის იანვარ-ივნისის და 43.0 პროცენტით - 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს.

 

„ექსპორტის ზრდაში გადამწყვეტი როლი ბიზნეს-სექტორს შეაქვს, რომლის მთლიანი გამოშვების თითქმის 1/3 ექსპორტზე მიემართება და აღნიშნულ პროცესს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენცია აქვს.

მაღალი ტემპებით იზრდება იმპორტის მოცულობაც, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა მოთხოვნილების ზრდას, ისე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეექსპორტის მასშტაბების გაფართოებას. - 2022 წლის ივნისის იმპორტი (1047.2 მლნ. აშშ დოლარი) 21.2 პროცენტით აღემატება 2021 წლის ივნისის დონეს და 41.8 პროცენტით - 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს. ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელმა  2022 წლის ივნისში შეადგინა 42.8 პროცენტი, რაც წინა წლის ივნისის მაჩვენებელს (40.6%)  2.2 პუნქტით აღემატება. 

საქართველოს ექსპორტი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინას შორის, რომელმაც მკვეთრად შეზღუდა სამამულო პროდუქციის ექსპორტის მასშტაბები ამ ქვეყნებში. – რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მოცულობა 2022 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.5 პროცენტით, მათ შორის ივნისში - 16.0 პროცენტით. რუსეთ-უკრაინის გამოკლებით საქართველოს ექსპორტი 2022 წლის იანვარ-ივნისში გაიზარდა 49.2 პროცენტით, მათ შორის მხოლოდ ივნისში - 41.3 პროცენტით. ეს მიღწეულია საგარეო სავაჭრო გეოგრაფიისა და სასაქონლო ნომენკლატურის დივერსიფიცირებით. განსაკუთრებით პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს საქართველოს საგარეო სავაჭრო ექსპანსია ევროკავშირის ბაზარზე, რომელშიც ქართული პროდუქციის ექსპორტი 2022 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა 34.7 პროცენტით. ფაქტობრივად,  რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირება დიდწილად გადაფარა ექსპორტის ზრდამ ევროკავშირის ბაზარზე. -  რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედების დაწყების შემდეგდროინდელ პერიოდში (2022 წლის მარტი-ივნისი) რუსულ ბაზარზე ქართული ექსპორტის 31.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირების პირობებში ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა 53.9 მლნ. აშშ დოლარით, ანუ რუსეთთან ექსპორტის ყოველი 100 დოლარით შემცირებისას ექსპორტი ევროკავშირში იზრდებოდა 170.2 დოლარით.


ამასთან, ევროკავშირი არ არის ერთადერთი რეგიონი, სადაც წარმატებით ხორციელდება ქართული პროდუქციის ექსპანსია: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ექსპორტი გაიზარდა: ჩინეთში - 38.0%-ით, თურქეთში - 53.9%-ით და აშშ-ში - 122.3%-ით.

სასაქონლო ნომენკლატურაში ლიდერი სამეული უცვლელია (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები), რომელთა წილად მოდის საქართველოს მთელი ექსპორტის 43.1% (შარშან - 41.5%), თუმცა გამოიკვეთა ორი საგულისხმო ტენდენცია: ერთი მხრივ, ტრადიციული, „მაპროფილებელი“ საექსპორტო პროდუქციის - ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და მტკნარი და მინერალური წლების ექსპორტის საგრძნობი შემცირება (42.2 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 17.6%-ით)  და იმავდროულად, აზოტოვანი სასუქების 115.4 მლნ. აშშ დოლარით (3.2-ჯერ) და ელექტროენერგიის 40.5 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ) ექსპორტის ზრდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ექსპანსია მიღწეულია ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში (2022 წლის ივნისში 2021 წლის ივნისთან შედარებით ლარი აშშ დოლართან გამყარდა 6.6 პუნქტით), რაც ზოგადად, დამატებით ბარიერს წარმოადგენს ექსპორტის ზრდისთვის. ვალუტის გამყარების მიუხედავად ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ცალსახად მიუთითებს ქართული ბიზნესის პოტენციალზე, მისი ეფექტიანობის ამაღლებასა და სამამულო პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე.

ძლიერდება საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციაც. – 2022 წლის ივნისში რეექსპორტის მოცულობამ 165.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელს 78.7 პროცენტით აღემატება. ამასთან, რეექსპორტის თითქმის ნახევარი (47.3%) მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში აღნიშნული მიღწევები, ქართული ბიზნესის მზარდ პოტენციალთან ერთად, უზრუნველყო ხელისუფლების აქტიურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის, მათ შორის საგარეო ბაზრებზე პოზიციონირების გაუმჯობესებისაკენ მიმართულმა სტრატეგიამ“. - წერს სოსო არჩვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up