ექსპორტში ჩინეთის წილი 18.3%-მდე გაიზარდა

ექსპორტში ჩინეთის წილი 18.3%-მდე გაიზარდა

access_time2022-05-19 12:00:12

საქართველოში იანვარ-აპრილში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32.8%-ით $1.588 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კიდევ უფრო მეტად 33.7%-ით $3.666 მლრდ-მდე, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 33.4%-ით $5.254 მლრდ-მდე. წლის პირველ 4 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 39.6 პროცენტი - $2.079 მლრდ შეადგინა. საექსპორტო პარტნიორებში ჩინეთმა პირველი ადგილი განიმტკიცა და წილი 18.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


იანვარ-აპრილში ჩინეთში ექსპორტი 46.4%-ით $290 მლნ-მდე გაიზარდა, რაც მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანთან შედარებით $122 მლნ-ით და მესამე ადგილზე მყოფ რუსეთთან შედარებით $134 მლნ-ით მეტია. იმავე პერიოდში 42.8%-ით $324 გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტიც. აპრილში აღარ, მაგრამ მარტში საქართველომ ჩინეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აჩვენა.


საქსტატის მონაცემებით ჩინეთში ყველაზე მოთხოვნადი სპილენძის მადნებია, მისმა ექსპორტმა იანვარ-აპრილში $240 მლნ-ს მიაღწია და 82.7%-იანი დომინანტური წილი დაიკავა. სპილენძის მადნები რეალურად რეექსპორტია, საქართველო მას სომხეთიდან ყიდულობს და მცირედი გადამუშავების შემდეგ ჩინეთში ყიდის. მეორე ადგილს $24 მლნ-ით ძვირფასი ლითონები იკავებს, გაყიდული ღვინის ღირებულება კი მხოლოდ $4.3 მლნ-ს შეადგენს.



ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ქვეყანა საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს 2020 წლიდან იკავებს.


პირველი ათი საექსპორტო პარტნიორიდან ოთხი თვის ჯამში რუსეთთან უმნიშვნელო 0.4%-იანი კლება ფიქსირდება, უკრაინასთან 45%-იანი. უკრაინაში ექსპორტი მართალია მარტთან შედარებით გაორმაგდა, მაგრამ გასული წლის აპრილთან შედარებით მაინც 89%-ით შემცირდა. რუსეთისა და უკრაინის გარდა დანარჩენ 8 ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. იანვარ-აპრილში სომხეთში ექსპორტი 102%-ით გაიზარდა და $109 მლნ-ს მიაღწია, შეერთებულ შტატებში კი 130%-იანი მატების შემდეგ $88 მლნ-ს. 198%-ით $42 მლნ-მდეა გაზრდილი ექსპორტი ყაზახეთშიც. თუმცა რეკორდი მაინც პერუს ეკუთვნის სადაც ექსპორტი 1842%-ით $62 მლნ-მდე გაიზარდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up