2023 წლის იანვარში, ექსპორტი რუსეთში თანხობრივად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%-ით $43 მლნ-დან $88 მლნ-მდე, იმპორტი 105%-ით $86 მლნ-დან $176 მლნ-მდე, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 105%-ით $129 მლნ-დან $264 მლნ-მდე გაიზარდა. სამნიშნა პროცენტულმა ზრდამ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 12.9%-დან 19.1%-მდე გაზარდა, იმპორტში 10.7%-დან 17.5%-მდე, მთლიან ბრუნვაში კი 11.6%-დან 18%-მდე. თუ იმპორტში უცვლელ პირველ ადგილს წლების განმავლობაში თურქეთი იკავებდა, იანვარში ის რუსეთმა ჩაანაცვლა.
რა მოხდება და როგორ შეიცვლება მდგომარეობა შემდეგ თვეებში, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, მაგრამ თუ მხოლოდ იანვრის მონაცემებს გავაანალიზებთ, ასეთი მაღალი დამოკიდებულება რუსეთზე ექსპორტში საქართველოს 2001 წლის შემდეგ აღარ ჰქონია, მთლიან ბრუნვაში 1996 წლის შემდეგ, ხოლო ცალკე აღებულ იმპორტში არასდროს. (შედარება გაკეთებულია წინა პერიოდის წლიურ საშუალოსთან და ცალკეულ თვეებში გამონაკლისის სახით შესაძლოა უფრო მაღალი დამოკიდებულება ყოფილიყო დაფიქსირებული).
ვრცლად იხილეთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება
სწრაფი ტემპით იზრდება - მიზეზები და რისკები