„ხორბლის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნა კარგია, თუმცა  დღეს ეს  სექტორისთვის არაფრის მომცემია“ - ნიკოლოზ ბენიაიძე

„ხორბლის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნა კარგია, თუმცა დღეს ეს სექტორისთვის არაფრის მომცემია“ - ნიკოლოზ ბენიაიძე

access_time2023-04-05 13:30:55

„კარგია, რომ საქართველოდან ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა მოიხსნა, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს დღესდღეობით არაფრის მომცემია“ - ამის  შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა..

ბენიაიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ იმუშავებს, თუმცა დღეს, როდესაც ახალი მოსავლის აღებამდე სულ რაღაც  ორი თვეა დარჩენილი, სექტორს არაფერს მოუტანს

 

„სამომავლოდ იმუშავებს, კარგია რომ მოიხსნა, ჩვენ ფერმერები ამას მივესალმებით,  მაშინაც რომ არ  შეეზღუდათ,  ამ რაოდენობის  მარცვალი ქვეყანაში არ დარჩებოდა. ირანიდან ჩამოსული იყო მანქანები და მიჰქონდათ, თუმცა  ამ აკრძალვის გამო ვერ  წაიღეს, მოთხოვნა იყო ერაყიდანაც. ამ აკრძალვის მოხსნა ასე სწრაფად ვერ აისახება და ამ რაოდენობას ვერც გავყიდით. თან ის შეთავაზება, რაც ხორბლის ექსპორტზეა, თვითღირებულებასთანაც ვერ მიდის ახლოს. ეს თანხა არის 55 თეთრი, რასაც ადგილობრივი წისქვილიც გვთავაზობს, რომ კონკურენცია გაუწიონ იმ ფქვილს, რომელიც შემოედინება.

 

შარშან გასაყიდი ფასი 1 ლარი და 15 თეთრი  იყო და  ახლა  55 თეთრი  დაქცევაა,  ყველაფერი ჩამოიშლება“ -  აღნიშნა  ნიკოლოზ  ბენიაიძემ.

 


ბენიაიძის განმარტებით სექტორის  მთავარ  მოთხოვნად ხორბლის  ფასის  სახელმწიფოს  მიერ  დასუბსიდირება, ან ფქვილზე საპირწონე გადასხდის დაწესება რჩება.

 

„სექტორის  ძირითადი მოთხოვნაა,  რომ ან დაუწესდეს საპირწონე გადასახადი ფქვილს, რა  რაოდენობის გადასახადიც,  დამატებითი მცურავი ბაჟიც აქვს  ხორბალს. თუ  სახელმწიფო ამაში პურის  გაძვირების  რისკებს ხედავს, 20-25 თეთრით  დაგვისუბსიდიროს.

 

რაც  შეეხება პურის გაძვირების  საკითხს,  პური ვერ გაძვირდება,  რადგან ქვეყანაში  3-4 თვის ფქვილის  მარაგია, გარდა ამისა 30 000 ტონაზე მეტი შარშანდელი ხორბალია, რომელიც გაუყიდავია და  ორ თვეში ახალი მოსავლის აღება იწყება,  ქვეყანაში  6 თვეზე  მეტის  მარაგები გვაქვს,“ -  აღნიშნა  ნიკოლოზ  ბენიაიძემ. 

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up