პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგების განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, 6 სამინისტროში დაფიქსირდა მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.
სამინისტროთა წარმომადგენლები აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს იზიარებენ და მათ მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, ნაწილზე მუშაობა კი უკვე დაწყებულია. თუმცა მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დებიტორთან ან კრედიტორთან დაკავშირებით ძირითადად ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია, შესაბამისად ამის მოგვარება რიგ საკითხებს უკავშირდება.
მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კუთხით: ჯანდაცვის სამინისტრო 2 რეკომენდაცია; ეკონომიკის სამინისტრო - 2; შსს — 2 (აშშ-ს მიერ გადაცემულ მცურავ საშუალებათა არასწორი აღრიცხვა და 112-ს საჯარიმო სადგომზე დაგროვებულ ავტომობილებთან დაკავშირებით); იუსტიციის სამინისტრო — 2; ინფრასტრუქტურის სამინისტრო -1; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 2.