ექვსი რეფორმა, რომელსაც ცენტრალურ აზიაში რკინიგზის გაძლიერება შეუძლია

ექვსი რეფორმა, რომელსაც ცენტრალურ აზიაში რკინიგზის გაძლიერება შეუძლია

access_time2022-09-05 09:00:37

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებმა თავიანთი სარკინიგზო ქსელების გასაუმჯობესებლად და მრავალ ქვეყანაში, შორ მანძილზე სარკინიგზო დერეფნების გასავითარებლად ერთად იმუშავეს. 

 

აზის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ვაჭრობის სტანდარტების ცვლილებამ შორ მანძილზე სარკინიგზო ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდა, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რეგიონის რკინიგზას უჭირს კონკურენცია გაუწიოს სხვა შორ მანძილზე სარკინიგზო დერეფნებსა და ტრანსპორტის სხვა რეჟიმებს, ბევრი მათგანი ზარალზეც მუშაობს.

 

რკინიგზამ რეგიონის მასშტაბით უნდა განიხილოს იმ ძირითადი რეფორმების გატარება, რაც უფრო ეფექტურს და ფინანსურად მდგრადს გახდის. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და საბოლოოდ გააუმჯობესებს რეგიონში რიგითი ხალხის ცხოვრებას.

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი კვლევა აფასებს CAREC რკინიგზის მდგომარეობას და განსაზღვრავს ინვესტიციების, კომერციალიზაციისა და რეფორმების შესაძლებლობებს. აქ მოცემულია ექვსი რეკომენდაცია, რომელიც რეგიონში რკინიგზის მდგრადობას გააუმჯობესებს.

 

რა არის CAREC?

 

CAREC-ის პროგრამა არის ცენტრალური აზიის რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნების პარტნიორობა, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. 2016 წელს CAREC-ის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მხარი CAREC-ის სარკინიგზო სტრატეგიას 2017-2030 წლებისთვის მხარი დაუჭირეს, იმ მიზნით, რომ დაეხმარონ ქვეყნებს გააცნობიერონ საინვესტიციო შესაძლებლობები ტრანსსასაზღვრო სატვირთო რკინიგზაში და დააკმაყოფილონ კომერციალიზაციისა და რეფორმების საჭიროებები რკინიგზის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

 


1. კომერციული აღრიცხვის სისტემების მოდერნიზაცია

CAREC რკინიგზების უმეტესობა ამჟამად იყენებს აღრიცხვის იმ სისტემებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულ კომერციულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ მემკვიდრეობით სისტემებს არ შეუძლიათ ზუსტად გაზომონ რკინიგზის კომპანიების რეალური ფინანსური მაჩვენებლები ან განასხვაონ ბიზნესის თითოეული ხაზის ფინანსური მაჩვენებლები.


რეგიონის რკინიგზას სჭირდება თანამედროვე კომერციული აღრიცხვის სისტემების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალურ დროში სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციას ხარჯების, შემოსავლებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია პერსონალის გადამზადება და მათი გამოყენება როგორც სისტემის ფუნქციონირების გასავითარებლად  ასევე მუშაობის ანალიზისთვის.

 



2. საწარმოს რესურსების დაგეგმვა

 რკინიგზამ უნდა დანერგოს საწარმოთა რესურსების დაგეგმვის სისტემები, რათა დაეხმაროს მათ უფრო კომერციული მიდგომების დანერგვაში, რაც პროდუქტიულობას და მომგებიანობას გაზრდის.  ეს სისტემები ასევე ეხმარება რკინიგზის დამგეგმავებს გადახედონ არსებულ სარკინიგზო რესურსებს, ისეთებს,  როგორიცაა პერსონალი ან მოძრავი შემადგენლობა და განსაზღვრონ, თუ როგორ შეიძლება მათი უფრო ეფექტურად გამოყენება, მაგალითად, მათი გამოყენება შესაძლებელია სარკინიგზო მომსახურებისა და მარშრუტების ექსპლუატაციის სრული ღირებულების დასადგენად, რაც აუცილებელია ტარიფის დონის ოპტიმიზაციისთვის და იმის გასაგებად, თუ რომელი მარშრუტებია ყველაზე მომგებიანი.

 

 

3. ტარიფების ლიბერალიზაცია

CAREC-ის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა არეგულირებს სარკინიგზო ტვირთების ტარიფებს. მიუხედავად იმისა, რომ CAREC რკინიგზას სხვა სარკინიგზო მაგისტრალებთან კონკურენცია არ ემუქრება, ისინი კონკურენციას უწევენ საგზაო და საქალაქთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებს სხვა სარკინიგზო დერეფნების გამოყენებით. იმისათვის, რომ რკინიგზამ იმუშაოს კონკურენტულ გარემოში, CAREC-ის ქვეყნებმა უნდა განიხილონ ტარიფების რეგულირების ლიბერალიზაცია, რათა რკინიგზამ შეძლოს საბაზრო პირობებთან მათი ტარიფების მორგება. ეს მათ მეტი მომხმარებლის მოზიდვასა და შემოსავლის ოპტიმიზაციაში დაეხმარება.

 

4. საჯარო სამსახურის ვალდებულებების შემოღება

CAREC-ის მთავრობების უმეტესობა სთხოვს მათ რკინიგზას, რომ განაგრძონ მომსახურების, განსაკუთრებით სამგზავრო მომსახურება, მაშინაც კი, თუ ის ზარალიანია. ეს იწვევს წამგებიან სამგზავრო და ნაკლებად მომგებიან სატვირთო მიმოსვლას, ზოგიერთ რკინიგზას არ შეუძლია გამოიმუშაოს საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ რეგულარულად განაახლოს თავისი აქტივობები.


სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად  შესაძლოა  CAREC-ის მთავრობებმა  საჯარო სამსახურის შემოღება განიხილონ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, შეთანხმება მთავრობასა და სარკინიგზო ოპერატორს შორის, რომელიც ავალდებულებს ამ უკანასკნელს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს გარკვეული სერვისები, ხოლო მთავრობა ოპერატორს ამ სერვისების მიწოდებისას მიყენებულ ნებისმიერ ზარალს აუნაზღაურებს. ვინაიდან საჭიროა ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული სერვისების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ, ამ ტიპის ანაზღაურების მექანიზმის დანერგვა უნდა მოხდეს თანამედროვე ბიზნეს აღრიცხვისა და დაგეგმვის სისტემების ჩამოყალიბებასთან ერთად.

 

5. არაძირითადი საქმიანობის შესწავლა

 CAREC-ის ქვეყნებმა უნდა გამოიკვლიონ თავიანთი რკინიგზის არა-ძირითადი საქმიანობა და ეტაპობრივად გააუქმონ ან მოახდინოს მათი პრივატიზება, რათა ოპერატორები ფოკუსირდნენ სარკინიგზო მომსახურების მიწოდებაზე . არაძირითადი საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო და საბინაო მომსახურებას, ასევე სხვადასხვა არა სარკინიგზო ბიზნეს ოპერაციებს. არა-ძირითადი საქმიანობა რკინიგზისთვის წამგებიანია, რადგან ისინი მნიშვნელოვნად ხარჯავენ რკინიგზის შეზღუდულ ფინანსურ რესურსს.

 

 

6. კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა

 სატვირთო და სამგზავრო მოძრაობის მართვაში კერძო კომპანიების ჩართვამ სარკინიგზო ბაზარზე შესაძლოა კონკურენცია გაზარდოს, რაც გაზრდის ეფექტურობას და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.


მაგრამ კონკურენციის სამართლიანი და გამჭვირვალე საფუძვლის დასამყარებლად, CAREC-ის ქვეყნების უმეტესობას თავისი პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმირება დასჭირდება, რათა კერძო სექტორმა სარკინიგზო სექტორში დამატებითი როლის შესრულება შეძლოს.

 

CAREC-ის ბევრ რკინიგზას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა აქვს, რომელიც მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  განახლებას ან გაფართოებას საჭიროებს. არადამაკმაყოფილებელი ფინანსური მაჩვენებლების გამო, რკინიგზას ზოგადად არ გააჩნია საკმარისი სახსრები საჭირო ინვესტიციების დასაფინანსებლად. შესაძლო გამოსავალია კერძო სექტორის მოწვევა, რომელიც იზრუნებს მოძრავი შემადგენლობის იჯარით ან გაქირავებით მიწოდებაზე.

 

 

 

მთლიანობაში, როგორც ბაზრები იცვლება დროთა განმავლობაში, რკინიგზა ასევე განიცდის შემდგომ კონკურენციას ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან. რეფორმების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინიგზა, რომელიც კომერციულად მორგებულია და მზად არის ადაპტირდეს ცვალებად ბაზრებზე.

 

რეფორმებმა შესაძლოა რკინიგზა გახადონ კომერციულად მომგებიანი და ცვლად ბაზარზე ადაპტირებული.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up