ერაყის ხელისუფლება აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში 2027 წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრაიმი ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარზე დაყრდნობით.
„ერაყი მუშაობს ნავთობის ენერგიის მატების შესაძლებლობების გასაზრდელად, ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები წარმოების გასაზრდელად. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მოპოვების პიკს - რვა მილიონი ბარელს 2027 წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
2022 წლის ივლისში ერაყში ნავთობის მოპოვების ნებადართული მოცულობა მიაღწევს 4,58 მილიონ ბარელს/დღეში. მაისში ქვეყანამ მიიღო რეკორდული 11,4 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან.