ერაყში მომხდარი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი პოლიციელი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ კირკუკთან, დედაქალაქ ბაღდადიდან დაახლოებით 293 კილომეტრში მოხდა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ერაყის ოფიციალური პირები „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებენ.
“თავდამსხმელი მოკლულია და ჩვენ დანარჩენებს ვეძებთ“, - აღნიშნა ქვეყნის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელიც დაიჭრა.