თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. შვედეთთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ დისკუსიები გაგრძელდება.
„გადავწყვიტეთ, პარლამენტში ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება დავიწყოთ,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. NATO-ში გაწევრიანებისთვის მისი ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ ისინი მფარველობენ ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.