თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, 20 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა კვლავ შესთავაზა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა, ასევე, სამძიმარი გამოხატა უკრაინაში ოთხშაბათს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა მიმართ, ნათქვამია განცხადებაში.