ერდოღანმა 2 მილიონი თურქისთვის საპენსიო ასაკის ზღვარი გააუქმა

ერდოღანმა 2 მილიონი თურქისთვის საპენსიო ასაკის ზღვარი გააუქმა

access_time2022-12-30 16:00:53

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ არჩევნებამდე 6 თვით ადრე მიღებული გადაწყვეტილება 2 მილიონზე მეტ დასაქმებულს პენსიაში მყისიერად გასვლის საშუალებას აძლევს.

 


ამ პირობით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე, საპენსიო მოთხოვნების მარეგულირებელი კანონის შეცვლამდე დაიწყეს და რომლებსაც მინიმუმ 20-25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.

 


შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვედატ ბილგინმა თქვა, რომ ახალი სისტემა 100 მილიარდ ლირაზე ($5,35 მილიარდი) მეტი დაჯდება.

 


„არ ვიცით, 100 მილიარდ ლირას რამდენით გადააჭარბებს, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი გადაწყვეტს ახალი სისტემის ფარგლებში დაუყოვნებლივ პენსიაზე გასვლას“, - თქვა ბილგინმა.

 

ერდოღანმა ახლახან განაცხადა, რომ სიახლით სარგებლობას 2.25 მილიონი ადამიანი შეძლებს.

 



Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი სქემა პირველ წელს $13 მილიარდი დაჯდება.

 

 

აქამდე საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი იყო. თურქეთში ამჟამად 13,9 მილიონი პენსიონერია. 

 

 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 2023 წელს 8506 ლირა ($455) იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შედეგად, მინიმალური ხელფასი, ივლისთან შედარებით, 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით, 100%-ით გაიზარდა. 

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო თვეებში, წლიური ინფლაცია 85%-ს აჭარბებდა, თუმცა დეკემბერში გამოცხადებული მონაცემები მის ოდნავ შენელებაზე მიუთითებს.

 

 

უკანასკნელ თვეში შენელების მიუხედავად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 20-წლიან მაქსიმუმზეა. ეკონომიკური თეორიის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინფლაციის ზრდასთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. უჩვეულო ეკონომიკური ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ, მისი რეიტინგი შემცირდა.

 


ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს. 

 

 

businessformula


თეგები:
ერდოღანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up