უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევთან. პრეზიდენტებმა ზელენსკის შესთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება.
„ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა შემომთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება, ეს მისასალმებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.