ერდოღანი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებას სთავაზობს პუტინს ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

ერდოღანი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებას სთავაზობს პუტინს ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

access_time2022-12-12 13:50:00

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მან პუტინს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში, ასევე გადაჭრას ქურთების პრობლემა სირიაში.

 

მოლაპარაკებებზე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ასევე რეგიონული პრობლემებს, მათ შორის მარცვლეულის დერეფნისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

 

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ანგარიშების თანახმად, სატელეფონო საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს, გაუქმდეს დაბრკოლებები რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების მისაძოდებლად ღარიბი ქვეყნებისთვის.

 

როგორც თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ იტყობინება, ერდოღანმა თქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ღატაკ ქვეყნებს უკვე მიეწოდათ 13 მილიონი ტონა მარცვლეული. მისი სიტყვებით, უკვე შეიძლება მუშაობის დაწყება მარცვლეულის დერეფნით კვების სხვა პროდუქტების ექსპორტზე და ნელ-ნელა - სხვა საქონელზეც.


 

გარდა ამისა, ერდოანმა პუტინს უხრა, რომ 2019 წლის სოჭის შეთანხმებით, „კატეგორიულად აუცილებელია“ თურქეთ-სირიის საზღვრის გაწმენდა ქვეყანაში აკრძალული 'ქურთისტანის მუშათა პარტიისგან' არანაკლებ 30 კილომეტრის სიღრმეში.

 

როგორც AFP იტყობინება, ერდოღანი რუსეთს - სირიის კონფლიქტის საკვანძო მოთამაშეს - ადანაშაულებს ამ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში.

 

ასევე იტყობინებიან, რომ მხარეებმა ისაუბრეს თურქეთში გაზის რეგიონული საკვანძო ცენტრის შექმნაზე. ახლახან ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთში იმყოფებოდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, რომელიც ასევე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს.



radiotavisupleba





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up