თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰათაის პროვინციაში ჩავიდა, სადაც საქართველოს სამაშველო ჯგუფის წევრები, სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
ერდოღანი პირადად შეხვდა სამაშველო ჯგუფებს და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაცია და ფოტომასალა Twitter-ზე ვრცელდება.
ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინაც მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.
6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრას 46 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში სამაშველო სამუშაოები მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ დასრულდა. როგორც ცნობილია, მხოლოდ თურქეთში 345 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. არც თურქეთის და არც სირიის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გამოუცხადებია რამდენი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.