თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო სამუშაოების შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა.
„უამინდობის და მიწისძვრის დამანგრეველი ზემოქმედების გამო, პირველი რამდენიმე დღე ადიამანში ისე ვერ ვიმუშავეთ, როგორც გვინდოდა. ბოდიშს ვიხდი ამის გამო. ჩვენ ვეცდებით აღვადგინოთ დანგრეული ქალაქები, რეგიონები და სოფლები ერთი წლის განმავლობაში. არც ყოფილა და არც იქნება სხვა ქვეყანა, რომელმაც ასეთი მასიური კატასტროფა განიცადა და ასე მალე მოახერხა აღდგენა, - განაცხადა ერდოღანმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ დატოვონ მიწისძვრით დაზარალებული ადგილები და დაჰპირდა მათ, რომ იქ ისეთ სახლებს ააშენებენ, რომლებიც თანამედროვე სეისმური უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ერდოღანი, სამაშველო ოპერაციების დროს წარმოქმნილი შეფერხებების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის და ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ მოექცა. დასავლური მედია წერს, რომ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებში.