რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი მოიცავს სრულ ემბარგოს რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე. ასევე დაწესდება ახალი პირადი შეზღუდვები. ამის შესახებ ინფორმაციას rbc.ua უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ტელეგრამაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები სამომავლო გეგმებზე მუშაობას ასრულებენ. სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიცაა ჩართული.
ახლა რამდენიმე დეტალის გამხელა შემიძლია. სრული ემბარგო დაწესდება რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე. დაწესდება ახალი პირადი სანქციები, რომელიც გაფართოვდება რუსეთის საბანკო სექტორზე, - განაცხადა ერმაკმა.
შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთში ნავთობის მოპოვება მკვეთრად შემცირდა.