ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2022-04-19 16:10:00

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მემორანდუმს ხელი ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ მოაწერეს.


ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით სებ-ის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა ხორციელდება.



„მეწარმეების ფინანსურ განათლებას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის“ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მეწარმეების ფინანსური განათლების დონე გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ეროვნული ბანკი და ფინედუ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. SMEDA-სთან გაფორმებული მემორანდუმიც ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. ფინანსური განათლების ამაღლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ეფექტიანობისთვის ბევრი ჩართული მხარე, დრო, შრომა და ძალისხმევა სჭირდება“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.


„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საჭირო დროს და საჭირო მოცულობით დაფინანსების მოძიება ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველი გახდება და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შევძლებთ ისეთი ერთობლივი საინფორმაციო თუ სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up