ეროვნულ ბანკში კობა გვენეტაძის 7-წლიანი პრეზიდენტობის ვადა დღეს, 2 მარტს იწურება.
კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
„დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩემი 7-წლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის! აბა, წარმატებები ყველას!“ - წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე.
მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი სებ-ში არსებული წესების მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აპრილიდან სებ-ის პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი იქნება.