პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

access_time2023-02-24 15:00:23

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.


„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი პაატა კვიჟინაძე მედიასთან აცხადებს, რომ საჭიროა საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობა და საერთო პოზიციაზე შეჯერება. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ვეტოს დაძლევის საჭიროება არც გახდეს.


„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კანონს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის იღებდა, ვინაიდან ნათია თურნავა ეროვნული ბანკის დროებით მმართველად უნდოდათ დაენიშნათ.


ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მთავრობის ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო შეამციროს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.



„მთავრობის ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო შეამციროს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, ნუ თუ საერთოდ არსებობს ეს დამოუკიდებლობა. ახლანდელი პრეზიდენტი რომ წავა, სანამ ახალზე შეთანხმდებიან, უნდათ რომ აქტიური კონტროლი ჰქონდეთ ეროვნულ ბანკზე და ეს კონტროლი არ დაკარგონ. გარდა ამისა, ისეთ მექანიზმს ატარებენ, რომ ამ კონტროლის გატარებას შემდგომშიც ძალიან შეუწყოს ხელი, ამიტომ ყოველმხრივ არასწორი და ცუდია. თუმცა აქ მეორე საკითხიცაა, სავალუტო ბანკს რატომ მიაჩნია, რომ აქამდე ეროვნული ბანკის ქმედებები მისასალმებელი იყო, ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია არასწორ ნაბიჯებს დგამს, არასწორ პოლიტიკას ატარებს, არასწორ საბანო ზედამხედველობას ახორციელებს, ზედმეტი ინტერვენციულობით გამოირჩევა და ა.შ. ვფიქრობ, შედეგებიც აჩვენებს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას და ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა,რაც სებ-ის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. როგორ შეგვიძლია ეროვნულ ბანკზე საერთოდ რამე ვთქვათ როცა სამიზნე 3%-ს ნაცვლად ორნიშნა ინფლაცია გვაქვს“,  აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი.


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებზე ამბობს, რომ ამჟამად მოქმედ კანონში საკადრო საკითხების გადაწყვეტის საკმაოდ გამართული მექანიზმია ჩამოყალიბებული და დამატებითი ცვლილებები საჭირო არ არის.


„სიმართლე გითხრათ, არა თუ ამ ცვლილების დაჩქარებულად მიღების, არამედ, საერთოდ, ამ ცვლილების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამად მოქმედ კანონში საკადრო საკითხების გადაწყვეტის საკმაოდ კარგი და გამართული მექანიზმია ჩამოყალიბებული“, — აღნიშნავს თემურ ბასილია.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოს დადება სწორი ნაბიჯია, რადგან ეროვნულ ბანკში გადატრიალება მზადდება, რაც უზარმაზარ რისკს უქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ანადგურებს მის დამოუკიდებლობას.


ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეუძლია განუსაზღვრელი ვადით. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up