ეროვნული ბანკი მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგია - რა შენიშვნები აქვს არჩილ მესტვირიშვილს?

ეროვნული ბანკი მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგია - რა შენიშვნები აქვს არჩილ მესტვირიშვილს?

access_time2023-02-08 15:30:43

საქართველოს ეროვნულ ბანკს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღევანდელ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას არ ეთანხმება.


არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა, შესაბამისად მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი უნდა იყოს, ამ საკითხს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი განმარტებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.


სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია ერთი არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან.


აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.


ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი კონკრეტული შენიშვნები შემდეგია:


„1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია, თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ბრძანება ასევე ითვალისწინებს სხვა ვიცე-პრეზიდენტებზე მოვალეობის დაკისრების შემთხვევებს. საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი ამ მიმართულებით არასოდეს შეფერხებულა. მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 16 თვის განმავლობაში ასრულებდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიზანი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, შესაძლებელია პირველ ვიცე-პრეზიდენტად ორგანული კანონით გათვალისწინებული 3 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი განისაზღვროს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ ერთი აღმასრულებელი წევრის დამატება საჭირო არ იქნება.


2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების რაოდენობა და დამოუკიდებელი ზედამხედველის ბალანსი დარღვეულია


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია (პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი), ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია 1 არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი ვინაიდან, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან (როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება).


3. შეუსაბამობა ცენტრალური ბანკების მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან


აღნიშნული საკითხი გასული წლის ივლისში დეტალურად შეისწავლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ (IMF Safeguards Assessment) და ხაზი გაუსვა არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის კრიტიკულობას ბანკის საზედამხედველო ფუნქციის კუთხით. აღნიშნული მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ამ შეთანხმების საპირისპიროა.


ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, რაც ქვეყანაში განხორციელებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების დადასტურების მნიშვნელოვანი გზავნილია, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. 


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები და მათი დაჩქარებული წესით განხილვის ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ასეთი სახის ცვლილებები დეტალურ ანალიზს, აქტიურ კონსულტაციებს საჭიროებს - მათ შორის პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან - და, როგორც მინიმუმ, ჩვეულებრივი (არადაჩქარებული) წესით განხილვას იმსახურებს. ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ პარლამენტთნ ამ საკითხის აქტიურ რეჟიმში განხილვებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია სებ-ის მიერ მომზადებულ შენიშვნებში.


ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტებია არიან: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კი პრეზიდენტობის ვადა 3 მარტს ეწურება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up