ეროვნული ბანკი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება

ეროვნული ბანკი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება

access_time2020-09-04 20:00:51

„ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება“, - ასე აფასებს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეფასების დოკუმენტში, რომელიც ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს გასული წლის ნოემბერში სტუმრობდა.



დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის პრუდენციული რეგულირება და ზედამხედველობა. „ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია“, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.




მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა შეგროვების, დისტანციური ზედამხედველობისა და ადგილზე შემოწმების პროცესები, რის შედეგადაც გაძლიერდა არასაბანკო სექტორის საზედამხედველო ჩარჩო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულირების წესები და საზედამხედველო ჩარჩო შესაფერისია და ხელს უწყობს სექტორის რეპუტაციის გაუმჯობესებას.



აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რისკები და სექტორი საგრძნობლად გააჯანსაღა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის პუნქტებს, ისე ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. სწორედ სექტორის გაჯანსაღებამ მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტები შეექმნა. 2-3 წლის წინ - სექტორის რეგულირების არქონის პირობებში - ეს შეუძლებელი იქნებოდა.



„მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს როგორც ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებას, ისე სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის,“ - აღნიშნულია შეფასების დოკუმენტში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up