ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა დამნაშავე იმაში, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე ვერ დავიყვანეთ - ნოდარ სირბილაძე

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა დამნაშავე იმაში, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე ვერ დავიყვანეთ - ნოდარ სირბილაძე

access_time2023-02-02 19:30:33

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 11.0%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებას მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ „გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკა“ მისთვის მაინც პირობითი ცნებაა, რადგან გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეამციროს რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა, მაგრამ ბოლო წლებში ეს მოთხოვნა მზარდია და სწორედ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა დამნაშავე იმაში, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე ვერ დავიდა.

 

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, კომერციულ ბანკებს არ ექმნებათ იმის პრობლემა, რომ ცენტრალური ბანკიდან ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები აიღონ. კლასიკური გაგებით, გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეამციროს რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა, მაგრამ ბოლო წლებში ეს მოთხოვნა მზარდია. ანუ ფაქტობრივად ეს მექანიზმი, რომელიც ერთგვარი ჩამკეტი და ინფლაციის შემაკავებელი უნდა იყოს, რეალურად ამ მუშაობს. ეს გამკაცრება პირობითია. რეფინანსირების სესხები კომერციული ბანკების ერთგვარ სუბსიდირების მექანიზმად გადაიქცა“, - განაცხადა ნოდარ სირბილაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ამის პარალელურად ხელფასების მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ ძალიან დაბალი ტემპით  და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, ხშირ შემთხვევაში, არ იცვლება ან მცირდება.


 

ნოდარ სირბილაძემ ისიც თქვა, რომ ხელფასების გავლენა ინფლაციაზე ფიქციაა. რადგან  ქვეყანაში ინფლაცია კვლავ მაღალია და ხელფასების მატება ვერ აბალანსებს ფასების ზრდის დონეს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების მატება შეინიშნება, რატომ გვაქვს კადრების დეფიციტი? იმიტომ, რომ ინფლაცია კვლავ მაღალია და ხელფასების მატება ვერ აბალანსებს ფასების ზრდის დონეს. ის, რომ ხელფასებს გავლენა აქვს ინფლაციაზე, ეს ფიქციაა. არ შეიძლება შენს მოსახლეობას, რომლის მსყიდველობითი უნარი ყოველდღიურად მცირდება, ეს ინფორმაცია მიაწოდო. იმ მოსახლეობას, რომლის  მსყიდველობითი უნარის და კეთილდღეობის შემცირება ზუსტად ეროვნული ბანკის ბრალია და, ცხადია, ეროვნული ბანკია მთავარი დამნაშავე. ინფლაციაზე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა დამნაშავე იმაში, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ინფლაცია ვერ დავიყვანეთ მის მიზნობრივ დონეზე, რაც არის 3%-ის ფარგლებში“, - განაცხადა ნოდარ სირბილაძემ.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up