გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს.
სებ-ის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ეწურება და თანამდებობა ვაკანტური ხდება.
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2022 წლის ივნისში კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს. სწორედ მაშინ გაქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ ნათია თურნავას კობა გვენეტაძის შემცვლელად ამზადებდნენ.
სებ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.