ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს

access_time2022-09-28 18:00:00

ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.


მისი თქმით, პანდემიისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საბანკო სექტორზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია.


„ჩვენ პანდემიის დაწყებისას პროგნოზი გავაკეთეთ, რომ უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში შესაძლოა 10%-მდე გაზრდილიყო, თუმცა ის გაიზარდა მხოლოდ 8,5%-მდე. შემდეგ დაიწყო შემცირება. 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო უმოქმედო სესხების წილის შემცირება მთლიან სესხებში. დღეს 5%-ს ჩამოსცდა და კლების ტენდენცია კვლავ მიმდინარეობს. პანდემიისგან განსხვავებით, ჯერჯერობით რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საბანკო სექტორზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია, თუმცა ჯამურად ეკონომიკაზე ორმხრივი გავლენა აქვს - ერთის მხრივ მოთხოვნა უკრაინაში და რუსეთში არის შემცირებული, რაც ჩვენი საექსპორტო ბაზრებია, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილია იმიგრაცია, გაზრდილია გზავნილები, რაც პირიქით, დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ასე ცალსახად, რუსეთ-უკრაინის ომის საბანკო სექტორზე ნეგატიური გავლენა დღესდღეობით არ არის. ჩვენ თავიდან გვქონდა მოლოდინი, რომ გარკვეული სექტორებისთვის შესაძლოა უფრო რთული ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომი და მისი შედეგები, მაგალითად, ღვინის ექსპორტიორებზე, თუმცა მონაცემებს რასაც ვუყურებთ ასე არ მომხდარა. მათ შორის, ღვინის ექსპორტიორების წილი რუსეთში საექსპორტო ბაზარზე გაიზარდა კიდეც.



მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საფინანსო სექტორზე არ მოუხდენია, ყველაზე მთავარ რისკად სწორედ ამ ფაქტორს აღვიქვამთ, გაურკვევლობა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია, რა მიმართულებით წავა პროცესი ამის განსაზღვრა არის ურთულესი. აქედან გამომდინარე, ომის გავლენა საბანკო სექტორზე შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გავლენა არის შედარებით შეზღუდული, ჩვენ ამას მაინც ვუყურებთ როგორც ყველაზე მთავარ რისკს საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.


ipn.ge




თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up