საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. ის ამ პოსტზე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან მუშაობდა.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დავტოვე ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით. არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები!
წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, პროფესიონალთა გუნდს და ახალ მენეჯმენტს მუზეუმის განვითარების საქმეში“, — წერს თეონა ჯაყელი სოციალურ ქსელში.