ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს - ირაკლი მუკნიაშვილი

ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს - ირაკლი მუკნიაშვილი

access_time2022-08-12 15:20:00

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დაასაქმა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.


ეროვნული სააგენტოს უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დამატებით, მოთხოვნის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.


დღეისათვის, აღნიშნულ ,,საქმიან ეზოში“ 9 მეტყევე და 3 დასაქმების პროგრამის ბენეფიციარია დასაქმებული. იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახური 12 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი, რომლებიც ჩართულები არიან სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებში, რაც გულისხმობს - სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას, სოციალური ტყეკაფებიდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემას შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, „საქმიან ეზოებში“ სამასალე და საშეშე მერქნის დახარისხება-დასაწყობებას, საშეშე მერქნის პირდაპირი მიყიდვის წესით სარგებლობას და ტრანსპორტირების მომსახურებას.



„დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის სატყეო სამსახურში ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვზრდი მარტო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოთხი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება საარსებო შემწეობა, ამავდროულად, ვიქნები დასაქმებული და მექნება დამატებითი შემოსავალი”, - აღნიშნა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარმა, ეთერ ბაქრაძემ „საქმიან ეზოში“ გამართულ შეხვედრაზე.


ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებისთვის 790 სამუშაო ადგილია განსაზღვრული. სააგენტოს 9 რეგიონულ სამსახურში უკვე დასაქმებულია: კახეთში 17 ბენეფიციარი (ტყის მცველი), ქვემო ქართლში - 33 (ტყის მცველი), შიდა ქართლში - 4 (ტყის მცველი), მცხეთა-მთიანეთში - 17 (ტყის მცველი), იმერეთში - 37 (ტყის მცველი) სამეგრელო -ზემო სვანეთში - 8 (ტყის მცველი), სამცხე ჯავახეთში - 21 ბენეფიციარი (ტყის მცველი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 46 (ტყის მცველი), გურიაში - 17 (ტყის მცველი). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“.


„საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება და ეროვნული სატყეო სააგენტო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up