ეკონომიკა ეროვნული უსაფრთხოების ბერკეტია - დავით ბრაგვაძე

ეკონომიკა ეროვნული უსაფრთხოების ბერკეტია - დავით ბრაგვაძე

access_time2022-04-07 15:00:43

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომი არც 2008 წელს, არც 2014 და  არც 2022 წელს დაწყებულა – ჰიბრიდული ომი იმდენი წლისაა, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დავით ბრაგვაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ეს მიდგომა დროთა განმავლობაში იცვლება და პერიოდულად უფრო და უფრო ხისტი ხდება.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებში მყოფი რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები რაღაც გარკვეულ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ, ამბობენ რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს  დაგვიფასდება. ზოგადად, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ხშირად ვუსვამთ ხაზს, რომ ეს პოლიტიკურად  ძალიან წამგებიანია და სასიცოცხლო  მნიშვნელობის  პროდუქტების მიმართ  ჩვენი დამოკიდებულება, მაგალითად საწვავზე,  ნავთობ პროდუქტებზე,  ხორბალზე, პურპროდუქტებზე საქართველოს რუსეთისგან წამოსული საფრთხეების  წინაშე მოწყვლადს ხდის.  მე არ გამოვრიცხავ, რომ  თუ  დასავლეთიდან  საქართველოზე  ზეწოლა  გაიზარდა და  საქართველოს მოუწია იმ სანქციებთან მიერთება, რომელსაც  ჯერ არ ვუერთდებით, ეს  რუსეთის მხრიდან  ჩვენ  წინააღმდეგ იქნება გამოყენებულიყო და შესაძლოა, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გაუარესდეს“, -  აღნიშნა დავით ბრაგვაძემ.


მან აღნიშნა, რომ  ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეკონიმიკა ბერკეტია და რაც შეეხება  საინფორმაციო  ომის  ნაწილს, საკითხავია თუ რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება ჰიბრიდული ომისთვის.



„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბრძოლამ და თავდადებამ და უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოებულმა საინფორმაციო კამპანიამ მუხტი ასწია, აღმოჩნდა, რომ საქართველოში წიგნიერების  დონე  დაბალია,  ეს  არ  არის  საქართველოს ბრალი, შეიძლება  ადამიანი განათლებული  იყოს  მაგრამ პროპაგანდაში ადვილად  გაებას.

გუშინ შაქარი იყო, ჩვენ ვნახეთ როგორ დაიწყეს ადამიანებმა შაქრის მომარაგება, ხვალ შეიძლება იგივე  მდგომარეობა გვქონდეს საწვავზე და  ა.შ.  ეს  იყო  საინფორმაციო კამპანიის ნაწილი. ასევე იყო რძის  პროდუქტების  რუსულ  ბაზარზე  შეტანის კამპანიაც,  არადა  ჩვენ თვითონ ვიცით,  რომ  ცოტა  გვაქვს  რძის პროდუქტი, მაგრამ მეორეს  მხრივ  საინფორმაციო  კამპანიის  ეს  რაუნდიც  წავაგეთ და  ძალიან  ხისტი  განცხადებები მივიღეთ  კიევიდან, ასეთ  შეცდომებს  არ  უნდა ვუშვებდეთ“, -  აღნიშნა დავით ბრაგვაძემ.

 

მისივე თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით დასუსტებული გამოვა, თუმცა ეს არ ნიშნავ იმას, რომ საქართველოსთვის საფრთხე ქრება.


„რუსული სამხედრო ფაქტორი კავკასიაში  საკმაოდ  ძლიერი  რჩება და  შესაძლებელია  განვიხილოთ  ყველაზე  რთული სცენარები საქართველოსთვის,  შეიძლება  ყარაბაღის  შემთხვევაში მოინდომონ მათი  ე.წ.  სამშვიდობოების  გატარება საქართველოს  გავლით და  რას  ვშვებით ჩვენ ამ დროს?  ის  განცხადებები, რაც პერიოდულად  გვესმის, არ იძლევა  დიდი  ოპტიმიზმის  საშუალებას. ჩვენ რამდენად მზად  ვართ  ამ  გამოწვევებისთვის და დასუსტებულ რუსეთთან როგორ მოვიქცევით, ამას  ბევრი  დაფიქრება  სჭირდება და ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ არის ის, რომ  ჩვენი სახელმწიფოს  მზაობა  ძალიან  დაბალია ამ  არსებული გამოწვევების  ფონზე და მუდმივად ვლაპარაკობთ  მშვიდობაზე და  ეს  ჟღერს  ისე  რომ  ოღონდ  ომი  არ  იყოს – ყველაფრისთვის მზად ვართ“, – თქვა დავით ბრაგვაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up