დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გამყარდა. დილიდან ვაჭრობა $1/2.5988-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის კი 1 დოლარი 2.5951-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6009 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 11 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5980 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6450 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5550 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6500 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5500 ლარად.