დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გამყარდა. დილიდან ვაჭრობა $1/2.6136-ით დაიწყო, 15:00 საათისთვის კი 1 დოლარი 2.6088-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6196 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 9 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.6184 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6550 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5650 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6550 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5550 ლარად.