დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გამყარდა. დილიდან ვაჭრობა $1/2.5913-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის კი 1 დოლარი 2.5900-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5973 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5844 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6400 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6400 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5410 ლარად.