„ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება ექსპორტზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული აგროპროდუქტის დამფუძნებელმა გიორგი ახალაძემ უთხრა, მისივე თქმით იმ ინგრედიენტების ღირებულება რაც ეროვნულ ვალუტაშია შეძენილი იზრდება.
„ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება ექსპორტისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ხელფასებს ლარში ვიხდით, ასევე გვიძვირდება პროდუქციაც, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, თუმცა იმხელა ცვლილება რომ დრამატულად შეგვხებოდა ჯერჯერობით არ მომხდარა, დაახლოებით 5 თეთრით არის ლარი გამყარებული.“ - აღნიშნა გიორგი ახალაძემ.
ცნობისთვის, ქართული აგროპროდუქტის საწარმო გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს, სადაც ასევე მზადდება დასალევი ხილ–ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“.