„ერთ-ერთ დახურულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ 80 ონკომედიკამენტზე ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა“ - ზურაბ აზარაშვილი

„ერთ-ერთ დახურულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ 80 ონკომედიკამენტზე ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა“ - ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-04-02 23:00:58



ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რუსთავი 2 - ის ეთერში განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვან ჩარევას საჭიროებს და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, რადგან თანამშრომლებს აქვთ გარანტია, რომ სამუშაო ადგილები და ხელფასები შეუნარჩუნდებათ.  ეს განცხადებები ჯანდაცვის მინისტრმა "კურიერი პიესში" გააკეთა.




როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო თანამშრომლებს ხელფასები და სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ, აღნიშნული გარანტია მათ  უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრისგან მათ აქვთ და ეს შეთავაზება დღესაც მოქმედია.



"რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მიზანი სახელმწიფო სამედიცინო სექტორის განვითარებისთვის, რისი ძირითადი ფლაგმანიც დღეს სამწუხაროდ არ არის რესპუბლიკური საავადმყოფო და ჩვენ ამ ცვლილებებით და დიდი რეფორმით, გვინდა რომ ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა, სადაც სახელმწიფო იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი და ექნება სრულად, 100%-იანი მართვის პაკეტი.



წინასწარი და პირველადი შეფასებით რაც კი გვაქვს სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოებიდან არსებულის რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომ იყო ახალი კლინიკის აშენების საჭიროება. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ამას სხვადასხვა ექსპერტები სწავლობენ და კიდევ უფრო ვრწმუნდებით ამ ჩვენ გადაწყვეტილებაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ხმაური და ასეთი დამოკიდებულება ჩემი აზრით, ნაადრევია, მიტომ რომ დღეს ეს კლინიკა საჭიროებს სასწრაფო ჩარევას - ან რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაკეთებისა და ცვლილებების საფუძველზე ან მთლიანად დემონტაჟისა და ახლის აშენების საფუძველზე. აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმ კომპეტენტური ექსპერტებისა და სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ დღეს აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს, ვინმე უსამსახუროდ რჩებოდეს. ეს გარანტია ძალიან მკაფიოდ დაუფიქსირა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ მათ ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები, ჩვენ შევთავაზებთ სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებას და იმ შემთხვევაში, თუ ვერ დასაქმდებიან დღევანდელი ხელფასის პირობებში გააგრძელებენ ახალი კლინიკის დასრულებამდე ხელფასების მიღებას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ჯანდაცვის მინისტრმა  ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არარეალისტურად გაზრდილ ფასებზეც ისაუბრა და მაგალითად  დახურული ტენდერი მოიყვანა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა და ოთხმა მომწოდებელმა 80 მედიკამენტზე ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა. 




„პირველადი შეფასება, რაც ონკომედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით არის და სერიოზული ეჭვი გაჩნდა, გახდა საფუძველი, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა დაეწყო. საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებას ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია დიდი ფარმაცევტული კომპანიის გარდა დაწესებული ფასების მიღმა სადმე შეიძინო ონკოლოგიური მედიკამენტები. 




ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ონკოლოგიური მედიკამენტების პროგრამა, ბიუჯეტი 87 მლნ ლარია და იქ შეიქმნა ეს პრობლემა. როცა ერთ დღეს, 15 მარტს, ოთხმა სხვადასხვა მომწოდებელმა, 80 ონკოლოგიურ მედიკამენტზე ზუსტად ერთიდაიგივე ფასი დააფიქსირა დახურული აუქციონის ტიპის ტენდერში. ეს ბადებს ეჭვს, რომ მოქმედება შეთანხმებული იყო და შეუძლებელია, რომ 1 ლარის სიზუსტით ამდენ მედიკამენტზე ამდენ კომპანიას მოსვლოდა აზრად და ერთი ფასი დაეწესებინა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up