„ერთ კვრაში მივემგზავრებით „ჰოლივუდში“, ვანახლებთ ურთიერთობას და არის მოლაპარაკებები კონკრეტულ ფილმებზე“,- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
“ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პირობის შესრულება ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ ჩვენ ვთქვით, „ჰოლივუდს“ შემოვიყვანდით და ჰოლივუდი გადაიღეს საქართველოში. რომ შევხედოთ მეზობელ ქვეყნებს, დღემდე უკვირთ, როგორ შევძელით ეს. „უნივერსალ სტუდიოს“ ფილმის ყველაზე რთული 10 წუთი გადავიღეთ საქართველოში, იცით, „ფორსაჟი 9“. დღემდე ჩვენი ინტერესი არის ძალიან მზარდი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამის შემდეგ ფილმის გადაღების პროცესი საერთოდ გაჩერდა მსოფლიოში და გამონაკლისი საქართველოც არ იყო, იყო პანდემია. პანდემიის შემდეგ უკვე, სამწუხაროდ, ის საშინელი აგრესია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში, ესეც არის ძალიან შემაფერხებელი ფაქტორი.
პოზიტიურს გეტყვით იმას, რომ ერთ კვრაში მივემგზავრებით „ჰოლივუდში“, ვანახლებთ ურთიერთობას და არის მოლაპარაკებები კონკრეტულ ფილმებზე. გაყინულია რამდენიმე ძალიან დიდი პროექტი, რომელზეც გადაწყვეტილება მისული იყო ბოლომდე, თუმცა, ომის გამო გაჩერდა. ფილმს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჰოლივუდური ფილმებია, ბლოკბასტერები. ეს პროექტი შედგენილია, საქარველოში ჩამოსულები არიან, ნანახი აქვთ ქუჩები, ლოკაციები, მთავრობასთან მოლაპარაკებები განხორციელდა, გადაწყვეტილი იყო, უკვე ხელშეკრულების გაფორმება იყო დარჩენილი, სამწუხაროდ, ზუსტად ამ დროს დაემთხვა ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი რეგიონში სიტუაცია დაწყნარდება, ეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა მიხელ ხიდურელმა.