ერთ თვეში საქალაქთაშორისო და შიდა მგზავრობა 10-დან 100%-მდე გაძვირდა - სად როგორ აისახა საწვავის გაზრდილი ფასი

ერთ თვეში საქალაქთაშორისო და შიდა მგზავრობა 10-დან 100%-მდე გაძვირდა - სად როგორ აისახა საწვავის გაზრდილი ფასი

access_time2022-04-12 15:56:22

საწვავის გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში საქალაქთაშორისო და შიდა მგზავრობაზე ბილეთების ღირებულება გაიზარდა. ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ როცა საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია, რიგი მიმართულებებით მგზავრობა 10-15%-ით გააძვირეს.


„როცა საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია, მაშინ მძღოლების ნაწილმა, 10-15%-ით გააძვირა მგზავრთ გადაყვანები. ეს შეეხო თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველა მიმართულებით გაძვირდა ტრანსპორტი და საწვავის ფასების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, მეტად, ფიზიკურად ვერ გაიზრდება ფასი არალეგალური კონკურენციის გამო. ვგულისხმობ ე.წ. ხიშნიკებს, რომლებიც საბიუჯეტო გადასახადებს არ იხდიან და შესაბამისად, ბევრად იაფი უჯდებათ ფუნქციონირება. მოუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ბოლო 20 დღეა, ჩვენთან ფასები არ შეცვლილა“, - განუცხადა ნესტორ მიქატაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.


მგზავრების ინფორმაციით, დღეიდან, 70 თეთრით გაძვირდა რუსთავი თბილისის მარშრუტი.



,,ჯვარიპრესნიუსის“ ინფორმაციით კი, ბოლო 1 თვეში 100%-ით 2-დან 4-ლარამდე გაიზარდა ჯვარი-ზუგდიდის მიკროავტობუსის ღირებულება. ასევე, 2 ლარით არის გაზრდილი, ფოცხო-ზუგდიდი, ჯვარი-წალენჯიხა მიმართულებები. მათივე ინფორმაციით, არ შეცვლილა და ისევ 25 ლარია ჯვარი-თბილისის მარშრუტის ფასი.


,,ბიზნესპრესნიუსი“ ცდილობს გაარკვიოს, რა ღირს მგზავრთ გადაყვანები სხვა ქალაქებსა და რეგიონებში და შეიცვალა თუ არა ფასები, საწვავის გაძვირების პარალელურად.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up