ქარით ჩამქრალი ნათურები და წყალმომარაგება დარღვეული გრაფიკით – კომუნალური სერვისები რეგიონებში

ქარით ჩამქრალი ნათურები და წყალმომარაგება დარღვეული გრაფიკით – კომუნალური სერვისები რეგიონებში

access_time2021-07-06 10:00:27

თბილისის მოსახლეობისთვის, GWP-ის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება, თითქმის ყოველთვის გაღიზიანების მიზეზი ხდება, რადგან კომპანიიდან ლათინური შრიფტით დაწერილი ქართული სიტყვებით იუწყებიან, რომ დაზიანების გამო წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეფერხდება, რასაც ხშირად მეორე – წყლის მიწოდების აღდგენის დროის გადავადების შეტყობინება წამოეწევა ხოლმე. დედაქალაქის მაცხოვრებლების მსგავსი უსიამოვნო მდგომარეობა რეგიონების მოსახლეობისთვის სანატრელია, სადაც წყალი, როგორც წესი, გრაფიკით მოდის, რომელიც, ასევე როგორც წესი, ირღვევა.


საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყნად სრულიად სამართლიანად ითვლება, მაგრამ მხოლოდ რესურსი არაფერს ცვლის. დამტკიცებული ნავთობის მარაგით ვენესუელა #1 ქვეყანაა, რომელიც ექვსნიშნა ინფლაციაში, სიღატაკესა და კრიმინალში იხრჩობა. საქართველოში სოციალიზმი არაა და არც ვენესუელას მსგავსი პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ რესურესბის ათვისების კუთხით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ფიქსირდება. განსაკუთრებით თვალში საცემი ჰიდრორესურსია. არ შენდება ჰესები, ვერ ხდება სავარგულების მორწყვა, მოსახლეობას უკეთეს შემთხვევაში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, უარეს შემთხვევაში კი მათ სასმელი წყლის კილომეტრებიდან ზიდვა უწევთ. მიწისქვეშა წყლებიც თითქმის ხელუხლებელია.


თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარდა, თითქმის მთელ დანრჩენ საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი „გაერთიანებული წყალომომარაგების კომპმანიაა“ რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. წყალმომარაგება, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების მსგავსად, რეგულირებადი სფეროა. იმის დასადგენად, თუ როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, Commersant საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს დავით ნარმანიას დაუკავშირდა. ნარმანიას თქმით, წყალმომარაგებას დიდი მოცულობის ინვეტიცია სჭირდება. ქუთაისსა და ზუგდიდში 500 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, რის შემდეგაც ორ ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალაირნების (კანალიზაცია) პრობლემა მოგვარდა. სამუშაოები ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გეგმით სხვა მუნიციპალიტეტებშიც გრძელდება.



გამრიცხველიანებული აბონენტები იმასაც ჩივიან, რომ წყლის დაწყვეტის შემდეგ, როდესაც მილებში წყალი იცლება, ხელახალი გავსებისას ჰაერი მრიცხველს ატრიალებს, რითაც მათ ყოველთვიური ხარჯი ეზრდებათ. Commersant-თან საუბრიას სემეკის თავმჯდომარემ ამას „თითიდან გამოწოვილი“ ბრალდება უწოდა.


შეკითხვაზე, თუ როდის გადავიდოდა ქვეყანა მთლიანად 24 საათიან წყალმომარაგებაზე, დავით ნარმანიას კონკრეტული პასუხი არ გაუცია და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა ვადაა განსაზღვრული. რამდენიმე დღის წინ იმავე თემაზე პრემიერის საუბრიდან ცნობილი გახდა, რომ ეს ვადა საკმაოდ შორია, უფრო კონკრეტულად კი 2030 წელია. ღარიბაშვილის დაპირებით, ყველა ქალაქი 24–საათიან წყალმომარაგებაზე 2025 წლისთვის გადავა, მთელი ქვეყნის მაშსტაბით კი წყლის თითოეულ ოჯახამდე მიყვანა 2030 წლისთვის დასრულდება.


წყალმომარაგების გარდა, რეგიონებში ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებაც პრობლემას წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით კახეთში იგრძნობა, სადაც 2017 წლის შემოდგომამდე „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ოპერირებდა. მცირე უამინდობაზე, იქნება ეს წვიმა თუ ქარი, სახლებში ნათურები ქრება, არასტანდარტული ძაბვა კი საოჯახო ტექნიკას აზიანებს. დავით ნარმანიას პრობლემბის მოგვარების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისი თქმით ინვესტიციები ხორციელდება, რაც ვერ დაჩქარდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ენერგოპროს ხარჯის ტარიფში ასახვა გახდება აუცილებელი.


„ენერგო პრო ჯორჯიამ“ გაკოტრების რეჟიმში მომუშავე „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2017 წლის აგვისტოში 21.7 მლნ ლარად შეიძინა. შენაძენს თან 4.4 მლნ ლარის დავალიანება და კიდევ უფრო მეტის საინვესტიციო ვალდებულება ახლდა თან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up