„ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“  - ჩინეთის საელჩოს კონკურსი

„ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ - ჩინეთის საელჩოს კონკურსი

access_time2022-04-30 13:35:07

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად და ჩინურ-ქართული მეგობრობის და ორ ერს შორის კავშირების გასაძლიერებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“.

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებთ და მხარს უჭერენ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

ორგანიზატორი საქართველოში ჩინეთის საელჩოა. თანაორგანიზატორები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი, მედია კომპანია „For You”, ინფორმაცია მონაწილეებისთვის.

1-22 მაისს, ნამუშევრების შეგროვება მოხდება, 23-29 მაისს ნამუშევრების განხილვა და შეფასება, ასევე, პრიზიორთა სიის გამოქვეყნება; 30 მაისი - 6 ივნისს გამარჯვებული ნამუშევრების ორიგინალების ჩაბარება მითითებულ მისამართზე.

„ნამუშევრების კრიტერიუმებია: 1.კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას; 2.კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.


ფერწერული ნამუშევრები მოიცავს: ტრადიციულ ჩინურ მხატვრობას („გო ხუა“), ზეთის, გუაშის, აკვარელის საღებავებით შესრულებულ, აკრილის, ცვილის, ფანქრით შესრულებულ და სხვა სახის ნახატებს. 3. კატეგორიები: ბავშვები (სკოლის მოსწავლეები) და მოზრდილები (სტუდენტები და საზოგადოების წევრები); 4. ნამუშევარი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო შინაარსის გამოყენება მაგალითად, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ნამუშევრების წარდგენას, 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების სკანირებული ვერსია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com

  1. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მბ-ს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ სკანირებულ ფაილში გამოსახულება არის მკაფიო და სრულყოფილი.
  2. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ნამუშევრის სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი - საკონტაქტო ტელეფონი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ ორიგინალი ნამუშევრის ზომები.
  3. გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ნამუშევარი. პრიზიორთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევრები მოთხოვნისამებრ უნდა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე. ორიგინალი ნამუშევრის არმოწოდება ავტომატურად ჩაითვლება პრიზზე უარის თქმად.

ამასთან, ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. ბავშვებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიოპრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით 2. მოზრდილებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიოპრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით.

ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნამუშევრის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ნამუშევრის წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს ნამუშევრის გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორს შეუძლია გამოიყენოს ნამუშევრები და მათი სკანირებული ასლები გამოფენებში, პუბლიკაციებსა და საინფორმაციო აქტივობებში იმ პირობით, რომ ნამუშევრებში ცვლილებებს არ შეიტანს. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

„ყველას, ვისაც გიყვართ კალიგრაფია და ფერწერა და მხარს უჭერთ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, სიხარულით გიწვევთ კონკურსში „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ მონაწილეობის მისაღებად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up