„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

access_time2023-04-05 11:42:54

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძის თქმით, გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია-განახლებაც.

 

„გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია. აკაკი წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, გამზირზე მოეწყობა გარეგანათების ახალი სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ავტობუსის ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28 408 291 ლარით დაფინანსდება. აკაკი წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, ვიწყებთ შოთა შალიკაშვილის სახელობის ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც. აღნიშნული ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარეგანათების სისტემა. თუმცა  კიდევ ერთხელ მინდა  გავაფრთხილო საზოგადოება, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას   თან ახლავს  გარკვეული  დისკომფორტი, კონკრეტულად გადაადგილების  თვალსაზრისით როდესაც  ამხელა  ადგილი  იზღუდება  გარკვეულ  პრობლემას  წარმოადგენს  ქალაქში,  , გვახსოვს  რა  მდგომარეობა იყო როდესაც ჭავჭავაძის  გამზირის  რეაბილიტაცია  მიმდინარეობდა , გვახსოვს რა ვითარება  იყო  მელიქიშვილის  გამზირის რეაბილიტაციის  დროს,  ქეთევან  დედოფლის რეაბილიტაციის დროს, გვახსოვს  რომ იყო  გარკვეული პრობლემები და  ხელმისაწვდომობა  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის თვალსაზრისითაც,  რა  თქმა უდნა როდესაც  ასეთი  ტიპის  სამუშაოებს  ასრულებ  გარკვეული  დისკომფორტი  ახლავს.


 

შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხებით, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციას, ხვალ ახალდაგებულ გზებზე იგივე პრობლემები გვექნება - გზების ჩავარდნა, ამორტიზებული, გადაადგილება პრობლემა და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და რთული იქნება საზოგადოებისთვის ახსნა, რომ გუშინ შენ სარემონტო სამუშაოები აწარმოე და მიწისქვეშა კომუნიკაცია არ გამოგვიცვლია. ამიტომ ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელია. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს და გარკვეული დისკომფორტია, მთლიანად ახალი კომუნიკაციით ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up