რატომ გახშირდა ფასდაკლების აქციები სუპერმარკეტებში -  ივა ჭყონია განმარტებას აკეთებს

რატომ გახშირდა ფასდაკლების აქციები სუპერმარკეტებში - ივა ჭყონია განმარტებას აკეთებს

access_time2023-03-28 15:00:16

„რეგულაცია ნამდვილად არ ითვალისწინებს იმას, რომ პროდუქტზე ქვედა ან ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს და პროცენტებში მოხდეს ჩარევა“ - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა  ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, დისტრიბუტორთა  ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული იმაში, რომ  ფასწარმოქმნაზე ხელოვნური ჩარევა არ მოხდეს და პროცესები ზედმეტად არ დაამძიმოს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება პროდუქციის ხარისხზე.

 

„კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამას ადასტურებს კონკურენციის სააგენტოც, ერთგვაროვანი პროდუქცია ათობით იმპორტიორ კომპანიას შემოაქვს და შესაბამისად, აქ თითოეულ თეთრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ის მოსაზრება, რომ ფასები იმპორტების  და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ხელოვნურად არის გაზრდილი, არასწორია. ჩვენ დავადასტურეთ, თუ საიდან მომდინარეობს ფასწარმოქმნა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს აქვს და ამ ფასწარმოქმნაში რას რა როლი უჭირავს.

 

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ისაუბრა, რომ ფასებთან დაკავშირებულ პრობლემებში იმპორტიორების ბრალეულობაა, დაახლოებით ორკვირიანი მუშაობა მოგვიწია იმაზე, რომ მეჩვენებინა თუ რა წილი უჭირავს ფასში და აქ სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა და მივედით  იმ შედეგთან, რასაც წლებია ვითხოვ, ეს  არის კანონი  სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, რომელიც  ევროპაში 2009 წლიდან მოქმედებს და მიმწოდებელსა და  რითეილ  სექტორს შორის ურთიერთობას ეხმარება, აქ საუბარია შეცვლილ გადასახადებზე,  მალფუჭებად პროდუქციაზე მაგალითად ფასის გარდა რა ვადაში უნდა იყოს  პროდუქცია დაბრუნებული და ა.შ. ბევრი ისეთ ნიუანსია, რაც ბაზარზე სიტუაციის  დარეგულირებას და დასტაბილურებას  გამოიწვევს და ფასებზეც დადებითად  აისახება“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ .


ივა ჭყონიამ ასევე განმარტა, რომ დღეს დახლებზე განთავსებული პროდუქციის ფასები, აქციების შედეგია, რომელიც  ძირითადად  პირველადი მოხმარების პროდუქტებს  ეხება, მისივე თქმით თუ  აქციები აქამდე  ტარდებოდა კვარტალში ერთხელ  ან ორ თვეში  ერთხელ, ახლა  ამან უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.

 

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ,  მივედით  შეთანხმებამდე, რომ მანამ სანამ კანონპროექტზე დაიწყება მუშაობა  მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის რესურსი, რაც  გვაქვს ფასებში ავსახოთ, ერთადერთი გამოსავალი რაზეც ჩვენ შევძელით, რომ რითეილ  სექტორთან შევთანხმებულიყავით  ეს იყო სააქციო ფასებით წამოგვეწია პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიმწოდებელი კომპანია დააკლებს 5% -ს რითეილ სექტორმაც დააკლოს 5% ,  თუ მიმწოდებელი კომპანია  დააკლებს  10% -ს,  რითეილ  სექტორმაც  დააკლოს 10%  და შედეგად დახლზე წარმოდგენილ პროდუქციაზე მომხმარებლისთვის  უფრო მისაღები ფასები იქნება. როდესაც კომპანიას პაკეტში აქვს  სხვადასხვა პროდუქტები, პრიორიტეტს ანიჭებს შემდეგ  პროდუქტებს: ზეთი,  წიწიბურა, ბრინჯი და  ა.შ.  და ძირითადად დაწოლა  სააქციო ფასების წავა  ამ პროდუქტებზე; რადგან ეს პროდუქტები პრიორიტეტულია.

 


მე  ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობის მხრიან ვიღაცამ თითი დაგვქნია,  შეხვედრა იყო სრულად კონსტრუქცია და საუბარი წავიდა იქით, რომ ვიმოქმედოთ იმ რეგულაციით , რომელიც  არაერთ  ევროპულ  ქვეყანაშია  და 2019 წლიდან  633-ე  დადგენილებით ევროკავშირის  ყველა  ქვეყანას  ავალდებულებს.“ -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 

ჭყონია განმარტავს, რომ სექტორისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტი, რომელიც  ჯერჯერობით მხოლოდ  დრაფტის  დონეზეა და მუშაობას  საჭიროებს, დროულად  იქნეს მიღებული.

 

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ კანონის მიღება ერთ ან ორ დღეში მოხდება, ნაჩქარევად მიღებული კანონი ორივე მხარისთვის დამაზიანებელია და ამის მაგალითებიც გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია და შეხვედრაა საჭირო, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის  სამინისტროსთან გვექნება  შეხვედრა, სადაც ასოციაციის  წევრი კომპანიებიც დაესწრებიან.

 

ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამ კანონპროექტმა მზის შუქი წლის ბოლომდე  იხილოს, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა, რომ დეტალები არ გაგვეპაროს,. ევროპაშიც კი ეს კანონი ერთგვაროვანი არ არის და მორგებულია კონკრეტული ქვეყნის სიტუაციაზე, ამიტომ მისი  პირდაპირ  გადმოკოპირება არ შეიძლება რადგან ბიზნესს  ზიანი არ მიადგეს და ისევ მომხმარებელზე არ აისახოს უარყოფითად“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ.



თაკო კვაჭანტირაძე









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up