„ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც არ არის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა“ - დაზღვევის კავშირი

„ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც არ არის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა“ - დაზღვევის კავშირი

access_time2022-05-03 10:00:54

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარში რამდენიმე შეკითხვა სადაზღვევო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობამ უნდა მიუთითოს სექტორის შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა ევროკავშირის მოთხოვნებს და ხომ არ შექმნის პრობლემას ის გარემოება, რომ სადაზღვევოების მნიშვნელოვან ნაწილს პირდაპირ თუ ირიბად საბანკო სექტორი ფლობს, ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელს და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარეს არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.



„რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი სექტორი მათ მოთხოვნებს, ამ თემას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება, თუმცა ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც არ არის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ამას როგორ შეხედავს ევროკავშირი, ალბათ არ იქნება რთული საპროგნოზო. ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც ჩვენგან განსხვავებით ძალიან ბევრ ქვეყანაში არის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა. ამ ყველაფერს ემატება უკონკურენტო გარემო, სადაც ბანკთან აფილირებული სადაზღვევოების მოგება მნიშვნელოვნად აღემატება სხვა დანარჩენებს და ეს წლებია არ იცვლება. ვნახოთ, ამ ყველაფერზე ევროკავშირში რა დასკვნას გააკეთებენ. ფაქტია, რომ ვითარება არ არის სახარბიელო და ნუ მოვიტყუებთ თავს“,  ამბობს მორჩილაძე.


ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადასცა. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტის ორივე ნაწილი, რომელზე გასაცემ პასუხებზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას უკვე გადაეცა, მაისის ბოლომდე კი მეორე ნაწილიც გადაეცემა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up