კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს აქვს

კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს აქვს

access_time2022-04-05 11:00:51

2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 772,7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია მხოლოდ 305,5 მლნ. ლარი იყო. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. ეს მონაცემი წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება.


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საცალო გაყიდვების კუთხით ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს და თუ ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიაშია, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, რაც ბარიერს ქმნის.


„სადაზღვევო ბაზარი არ იზრდება, ამის მიზეზი კი გარდა ბოლოდროინდელი კოვიდიდან გამომდინარე პრობლემებისა, ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის არ დაწყებაა, მიუხედავად ამდენხნიანი დაპირებებისა. მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც სავალდებულო დაზღვევა კანონის დონეზე არ არის დამტკიცებული, ხოლო ნებაყოფლობით მაქსიმალური მოცულობას უკვე მიაღწია, შესაბამისად წლიდან წლამდე ეს მონაცემი არ იცვლება. გარდა ამისა, როდესაც მოქალაქეს არ აქვს უფლება საყოველთაო დაზღვევას კერძო დაზღვევა დააშენოს, ეს სფერო მეტს ვეღარ გაიზრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს საკითხი მოგვარდება. ვიცი, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის შესახებ კანონი გადამუშავდა და ზედამხედველობის სამსახური უახლოეს პერიოდში საპარლამენტო დონეზე ამის მიტანას მოახდენს. ვმუშაობთ აქტიურად ამ დაშენების კომპონენტზე, სხვა შემთხევავაში ეს რიცხვები უფრო და უფრო ნეგატივისკენ წავა და ქვეყნის მეორე რიგით ფინანსური სექტორი რომელიც უნდა არსებობდეს ვერ გაძლიერდება.


ავტოდაზღვევის კუთხითაც, ძირითადად კორპორატიული მიმართულებით ხდება აქტიურობა და არც ამ მხრივ შეიცვლება რამე თუ სავალდებულო არ გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ერთი საყოველთაო დაზღვეული ორჯერ უფრო ძვირი უჯდება ვიდრე სადაზღვევო კომპანიას ერთი ტენდერით დაზღვეული, რადგან სადაზღვევო კომპანიამ იცის მართვა და კლინიკების კონტროლისთვის უფრო მეტი დროს აქვს. სახელმწიფო რაც უფრო სწრაფად გაყოფს და გაუყოფს სადაზღვევო ინდუსტრიას ამ რისკებს, სადაზღვევო ინდუსტრია უფრო სწრაფად დაიწყებს კაპიტალის ზრდას, დასაქმების ზრდას და ქვეყანაში საერთაშორისო პარტნიორების შემოდინებას“,
- ამბობს ნინო კობახიძე.



„ჯი პი აი ჰოლდინგშიც“ აცხადებენ, რომ ის ბარიერი, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს აქვს ანუ რომ არ შეუძლია კერძო დაზღვევით სარგებლობა, უნდა მოიხსნას მაგალითად ამბულატორიული მედიკამენტების ან დიაგნოსტიკურ ნაწილში, რაც არასრულყოფილად იფარება სახელმწიფო პროგრამით. სადაზღვევო კომპანიების პოზიციაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტზე კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება. კომპანიაში განმარტავენ, რომ სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელვანესი რეფორმა იქნება, რაც როგორც სახელმწიფოს და სადაზღვევო სექტორს ასევე მომხმარებლებს რომ წლიდნა წლამდე ჯიბიდან გადახდების წილი გაზრდის ნაცვლად შემცირდეს.


სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილიც ფიქრობს, რომ საყოველთაო წვდომა სამედიცინო სერვისებზე ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც დღეს არ არის. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ვის რა მომსახურება ეკუთვნის გაუგებარია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროდუქტები სადაზღვევო პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ უნდა მოხდეს იმ საკითხზე შეთანხმება თუ რა არის საქართველოში მნიშვნელოვანი.


2021 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 84.7 მილიონი ლარით და ბაზრის 28% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 62.1 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 47.2 მილიონი ლარით.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up